შვედური დღიურები (დღე მეოთხე)

დილას ტრადიციულად ადრე გავიღვიძე და საეირნოდ გავედი, დიდი მისია მქონდა, ნესპრესოს მაღაზია უნდა მეპოვნა და მოგვიანებით, თავისუფალ დროს კაფსულების საყიდლად გამოვსულიყავი. დავალებას თავი მარტივად გავართვი, ჩვენი სასტუმროდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე, ქალაქის როგორც მე მივხვდი კულტურულ-საგანმანათლებლო-გასართობ ცენტრში დიდი მაღაზია აღმოვაჩინე. აქვე დავწერ, რომ კაფსულების საყიდლად დაბრუნებულს, მაღაზიაში ისეთი სერვისი გამიწიეს, ცოტა შემრცხვა. ერთი თავის მასაჟი არ შემოუთავაზებია კონსულტანტს, დანარჩენი არ დამაკლო. 🙂

Continue reading

შვედური დღიურები _ დაუსრულებელი ემოციების დღე

 

პარიზზე წერისას ერთ დღე განსაკუთრებით გამოვყავი (დღე როდესაც მონმარტს ვეწვიე) და ვთქვი რომ ამნეზიის დამართვნის შემთხვევაში ეს სწორედ ის დღეა, რომელიც აუცილებლად მინდა რომ მახსოვდეს. ალბათ ძალიან მაგარია, როდესაც ცხოვრებაში ასეთი დღეები მრავლად გიგროვდება და ფასდაუდებელ ერთ ემოციას მეორე ემატება. პრინციპში ჩემი გოტენბურგში ყოფნის ყოველი დღე ასეთი იყო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და მოგონებებით აღსავსე, თუმცაღა დღევანდელი დღე წინა ორთან შედარებით მაინც გამორჩეულია.

Continue reading

შვედური დღიურები (ნაწილი მეორე)

მაღვიძარა დილის 6 საათისთვის მოვმართე, რადგან სამუშაო შეხვედრა 9 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ქალაქში გასეირნება და ადგილობრივი ყავის სახლების დალაშქვრა მაქვს დაგეგმილი. როგორც ხდება ხოლმე მაღვიძარას დავასწარი და ადრიანად ავდექი, ჩავიცვი, ცოტა ხნით ლობიში დავჯექი, ქალაქის რუკას გადავხედე და სასტუმროდან გავედი. გავედი და 2 წამში შემოვბრუნდი 😀 ჩანთაში საგულდაგულოდ ჩატენილი ქუდი ამოვიღე, შევიფუთე და გავბრუნდი. მითი იმაზე რომ მცივანა არ ვარ ამ მომენტში დაიმსხვრა… 🙂

Continue reading

შვედური დღიურები (ნაწილი პირველი)

ფრანგული რელიქვიების ამოქექვა და პარიზული დღიურების წერა, პარიზში ვიზიტიდან 1 წელზე მეტის გასვლის შემდეგ დავიწყე, მაშინ, როდესაც ამ ქალაქის მონატრებამ ან/და ერთფეროვნებამ და საკუთარი ქვეყნიდან გასვლის სურვილმა შემომიტია. ამჯერად მინდა შვედეთზე დავწერო. შვედეთის ერთ არც ისე პატარა, ნამდვილ ევროპულ და მიუხედავად კლიმატური პირობებისა, თბილ ქალაქზე, სადაც ყოფნიდან ერთი თვეც არ გასულა და მე ის უკვე მენატრება…ისე მენატრება, როგორც საკუთარი ქალაქი და ქვეყანა ენატრებათ ხოლმე. მოკლედ, ვეცდები ჩვეული ორთოგრაფიულ სინტაქსური შეცდომებით შვედეთის ქალაქ, გოტებურგზე მოგითხროთ, სადაც გატარებულმა ხუთმა დღემ მგონია, რომ არა მხოლოდ დადებითი ემოციებით დამმუხტა, არამედ ჩემში რამდენიმე კარდინალური ცვლილება მოახდინა და ის ცქმუტვის ნაპერწკალი გამიჩინა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ შემიგრძვნია.

Continue reading

პარიზული დღიურები (დისნეის სტუდიო და პაღდონ,უი ბოდიში…)

ჩემი პარიზული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, დღეს დაპირებულ დისნეის სტუდიოზე და პარიზში გატარებულ ბოლო დღეზე მოგიყვებით.

დისნეის სტუდიო საფრანგეთის დინსეილენდის მეორე ლოკაციაა, რომელიც დისნეის პარკისგან თემატური შოუებით და ექსტრემალური ატრაქციონებით განსხვავდება. აქ აღმოჩნდებით დისნეის ჯადოსნური სამყაროს კადრს მიღმა.ისევე როგორც დისნეის პარკი, სტუდიოც თემატურადაა დაყოფილი, ესენია: Production courtyard, Backlot და Toon studio.

შესასვლელიდან პარკის ცენტრში ვხვდებით სადაც უოლტ დისნეის და მიკი მაუსის ძეგლია, სწორედ მათგან მარცხნივ ის ექსტრემალური ატრაქციონია, რომლითაც ყველაზე მეტად მოვიხიბლე (The twilight zone tower of terror).

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მეხუთე)

დღეს პარიზში გატარებულ 2 დღეზე ერთად მოგიყვებით,რადგან ერთი მათგანი ისეთია რომ მოსაყოლად არაფერი,აუცილებლად,ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ და მეორეზე საუბარი თუ დავიწყე ვეღარ გავჩერდები.

20.05.2013-ჩანაწერში სულ 2 შეფასება მაქვს,ახლა ჩავხედე და გამეცინა როგორც ჩანს ამ დღეს პირველად ვეზიარე სტარბაქსს და უმაღლესი,ხუთი ქულით შევაფასე,ასევე ამ დღეს ვეწვიე ლუვრს და მეყო ტუტუცობა,რომ ის 4 ქულით შემეფასებინა. 😀

გათენდა მეხუთე დღე პარიზში, დილით გავისეირნეთ და უახლოეს,სტარბაქსის კაფეში გადავწყვიტეთ საუზმობა,აქამდე სტარბაქსი “რაღაჩნაირი გოგოების” ამოჩემება მეგონა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად…დახლთან ამერიკანო და შოკოლადის მაფინი შევუკვეთე,შემდეგ კი სიამოვნების მორევში ჩავეშვი 🙂

Continue reading

პარიზული დღიურები (ჯადოსნური სამყარო,რომელიც ასაკს არ ცნობს)

დიდი ხანია პარიზზე აღარ დამიწერია,არადა ჩემ პარიზულ ჩანაწერებში კიდევ არაერთი სასიამოვნო დღეა აღწერილი.პრინციპში იქ ყოფნისას როგორც ასეთი,დღიურს არც ვაწარმოებდი,უბრალოდ ძილის წინ იმ ადგილებს ჩამოვწერდი, სადაც იმ დღეს ვიყავი და შემდეგ ხუთბალიანი შკალით ვაფასებდი მათ,საბოლოოდ კი,დღის საშუალო არითმეტიკული ქულა გამომყავდა 😀 უმაღლესი ქულა 2-3მა დღემ თუ დაიმსახურა,ერთ-ერთ მათგანზე კი ახლა დავწერ. არ გეგონოთ,რომ უამრავ,პარიზულ ადგილზე მოგიყვებით…დღეს ზღაპარს გავიხსენებ,რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ზღაპარია…

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მეოთხე)

როგორც 17 მაისის დღის აღწერაში დაგპირდით,პარიზული დღიურების მეოთხე ნაწილში ჩემ ორ ახალ სიყვარულზე მოგითხრობთ.

…და ისევე როგორც წინა სამი,მეოთხე დღეც გათენდა პარიზში..

ამ დღის პირველი გაჩერება სენ,სულპისის მოედანი და ეკლესია ოყო (Saint-Sulpice Church).ეს ძალიან საინტერესო ადგილი და ტაძარია,მიდიხარ ჩვეულებრივ პარიზულ ქუჩაში,პატარა სახლებით და უცბად შენ წინ ყოველგვარი შესავლის გარეშე იმართება დიდი ნაგებობა,ულამაზესი ექსტერიერითა და ინტერიერით,ამ ტაძარში არსებული ორღანი კი ცალკე თემაა…

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მესამე,დღე რომელიც არასდროს დამავიწყდება)

როგორც უკვე გითხარით,ახლა იმ დღეზე მოგითხრობთ,რომელიც ყოველთვის მინდა რომ მახსოვდეს.შესავალშვე ვიტყვი რომ ზუსტად ვიცი იმ დადებით ემოციას,აღფრთოვანებას,სილამაზეს,სიკეთეს და ყველაფერ კარგს რაც მე ამ დღეს განვიცადე წერილობით ვერ გადმოგცემთ.შეიძლება გადმოგცეთ კიდეც და თქვენზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს,რამდენიც ჩემი ამ შესავლით გაგიჩნდებათ.ასეა თუ ისე ეს ჩემი მეხსიერებაა,ჩემი მგონებები,რომლებიც მე ძალიან მიყვარს და ცხოვრების სტიმულს მაძლევს.

გათენდა მესამე დღე პარიზში,ისტორიები ჩემ ნაღრძობ კოჭზე უკვე მეც მომბეზრდა,ასე რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ,მით უმეტეს რომ ეს სწორედ ის დღეა,როდესაც ჩემი ტკივილი საერთოდ არ მახსოვდა.

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მეორე)

გათენდა მეორე დღე პარიზში…დილას უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა,უცნაურმა ტკივილმა,რომლის მსგავსიც ჯერ არ განმიცდია,ფეხს დავხედე და მარჯვენა კოჭი დიდ, ნიტრატებით გაჟღენთილ ვაშლს გავდა,აი აქ მივხვდი რომ თავი (ფეხი) შარში გავყავი,სასწაულის მოხდენის იმედით, ფეხი კეტში ჩავატიე და გარეთ გასასვლელად მოვემზადე,კიბეებზე ჩასვლა გამიჭირდასავით,მაგრამ როგორც მჩვევია ტკივილი არ გამოვხატე.

სახლთან ახლოს ბულანჟერიაში შევედით და პატარა მაგიდას მივუჯექით.სწორედ აქ ვეზიარე ნამდვილი ჩიზქეიქის გემოს,მას კენკრის ჩაიც დავაყოლე და კმაყოფილი წამოვდექი.16 მაისის პირველი გაჩერება ინვალიდების სასახლე იყო,სახლიდან იქამდე დაახლოებით 10 წუთის სავალი იყო,ჩემნაირთან ერთად კი იქ მისასვლელად 20 წუთი დაგჭრდებოდათ,ეს არ გამორჩენია ჩემ პატარა,6 წლის დეიდაშვილს და მოედანზე შესვლისთანავე ელენიკომ თქვა: ინვალიდი მოვიდა ინვალიდების სასახლეში.(მართალია ბავშვი,რას ვერჩი/სიმწრისღიმილი). მოკლედ მოვიარეთ მოედანი,სასახლე,ვინახულეთ ნაპოლეონის საფლავი და წამოვედით.ნუ მე და ელენიკო დიდად ამ ”გაჩერებით” ვერ მოვიხიბლეთ.

Continue reading