შვედური დღიურები _ დაუსრულებელი ემოციების დღე

 

პარიზზე წერისას ერთ დღე განსაკუთრებით გამოვყავი (დღე როდესაც მონმარტს ვეწვიე) და ვთქვი რომ ამნეზიის დამართვნის შემთხვევაში ეს სწორედ ის დღეა, რომელიც აუცილებლად მინდა რომ მახსოვდეს. ალბათ ძალიან მაგარია, როდესაც ცხოვრებაში ასეთი დღეები მრავლად გიგროვდება და ფასდაუდებელ ერთ ემოციას მეორე ემატება. პრინციპში ჩემი გოტენბურგში ყოფნის ყოველი დღე ასეთი იყო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებითა და მოგონებებით აღსავსე, თუმცაღა დღევანდელი დღე წინა ორთან შედარებით მაინც გამორჩეულია.

დილას რა თქმა უნდა ადრიანად ავდექი, საუზმე სასტუმროში მივირთვი და ქალაქის ჩემთვის ჯერ უცნობი ადგილების აღმოსაჩენად გავემართე. რამდენიმესაათიანი სეირნობის შემდეგ ლობიში დავბრუნდი, სადაც ჩვენმა მასპინძლებმა მოგვაკითხეს და მალევე გოტენბურგიდან 40 წუთის სავალზე, კუნძულ გოტლანდისკენ დავიძარით. სიტყვა ზღაპარს შვედეთზე საუბრისას ხშირად ვიყენებ, ასეცაა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ჩემთვის ეს ქვეყანა, ის ქალაქი და ადგილები რისი ნახვაც ამ ჯერზე მოვახერხე ნამდვილი ზღაპრული სამყაროა. ამჯერადაც ზღაპარში გავიარეთ მთელი გზა და უფრო დიდ ზღაპარში ჩავედით. სანამ უშუალოდ დანიშნულების ადგილზე მივიდოდით ადგილობრივ ძველმანების მაღაზიაში შევიარეთ, სადაც ერთგვარი ვეს ანდერსონული ესთეტიკა დაგვხვდა. ანდერსონი გოტენბურგში ყოფნისას ბევრჯერ გამახსენდა. არ ვიცი ასე რატომ მომწონს კონკრეტულად რა დავარქვა მის სტილს, ფერებსა და სიტუაციებს, მაგრამ შვედეთში ყოფნისას ეს პარალელი არაერთხელ ამომიტივტივდა.

დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი დანიშნულების ადგილი ნორდიკული აკვარელის მუზეუმი იყო. გავიცანით და ვესაუბრეთ მის დამაარსებლებს და დიასახლისებს, რომლებიც ჩემთვის ნათელი მაგალითები არიან იმისა თუ რა კარგია იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს. გარდა მთავარი შენობისა, სადაც საგამოფენო და სასწავლო დარბაზებია განლაგებული, მუზეუმს ეკუთვნის 4 სასტუმრო ოთახი, რომელსაც როგორც წესი მხატვრები და არა მხოლოდ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ.

მუზეუმიიიიიი (1)

გარდა საგამოფენო და სასწავლო სივრცეებისა, შენობაში განლაგებულია ჩემი შეფასებით 10/10 რესტორანი, წარმოუდგენელად სიმპატიური მზარეულებით, შთამბეჭდავი ხედითა და უგემრიელესი სამზარეულოთი.

9.jpg

უნაზესი თევზი, პიურე, კარაქის გიგანტური ნაჭერი, რუკოლა და ბრიუსელის კომბოსტო…ჩემი გემოს რეცეპტორები ტირიან!!!

ჭამა-სმა დიდად შესარგის, აღფრთოვანებისა და რა თქმა უნდა სამუშაო შეხვედრის შემდეგ გოტენბურგისკენ დავიძარით. საოცარი სანახავი იყო გზად  მილიონზე მეტი ხის, კოხტა, ფერადი სახლებისა პატარა იალქნიანი ნავების ნახვა.

მუზეუმი

..დღეს საღამოს ოპერა გველის. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ რომ ოპერის ამ წარმოდგენისთვის ჩანთაში 1 ზედმეტი, მოცულობით საკმაოდ დიდი ფეხსაცმელი, კაბები და ჟაკეტები ჩავდე და საქმე საქმეზე რომ მიდგა, წარმოდგენაზე შარვლითა და სპორტული ფეხსაცმლით წავედი.😀

ოპერამდე და თანამედროვე ბალეტის წარმოდგენამდე იყო ეთიოპიური რესტორანი, სადაც გავსინჯე ჩემ ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ნამცხვარი (არა, კი მეუხერხულება საკვებზე ყველაზე დიდი აღფრთოვანებით რომ ვწერ, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა?😀 ) და ეროვნული საკვების ნაირსახეობა, ტრადიციული მჟავე პურითურთ. ტრადიციული გობის ულუფამ დიდად არ მომხიბლა, გასინჯვად ღირდა, მაგრამ ჩემთვის ზედმეტად ცხარე და ერთფეროვანი იყო. თუ ტრადიციულ გობზე მიდგა საქმე, ჩვენი “შავი ლომის” სადარი არაფერია.

7

…გაცხარებულ გაწიწმატებულმა ჩანთაში საღეჭი რეზინი მოვიქექე, თუმცა არ ვიცოდი წინ რა საოცრება მელოდა. ეს იყო ცხელი, ჰაეროვანი და სველი ბისკვიტი, გულში მთლიანი ბანანით, ქოქოსის ფანტელებითა და კრემით. სრულყოფისთვის გვერდზე ვანილის ნაყინითა და არომატული ხილით.

8

დიდებული ნადიმისგან თავბრუდახვეულებმა გზა გადავკვეთეთ და ოპერაში შევედით, სადაც წარმოდგენის დაწყებამდე გოტენბურგის ოპერის აღმასრულებელი დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გავიცანით.

თანამედროვე ბალეტის წარმოდგენა სამი მოქმედებისგან შედგებოდა, სამივე აბსოლუტურად განსხვავებული იყო ერთმანეთისგან და ერთადერთი, რაც მათ ჩემთვის აერთიანებდათ არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება იყო. სამწუხაროდ შოუს გადაღება და შესაბამისად გავრცელება აკრძალული იყო, თუმცა მე მაინც გადავიღე მესამე წარმოდგენის ფრაგმენტები, რადგან ძალიან მომეწონა და მინდოდა კიდევ და კიდევ შემძლებოდა მისი ყურება. წესებს ბოლომდე არ დავარღვევ და ამიტომ ახლა მათი გავრცელებისგან თავს შევიკავებ.

ნაყოფიერი და სასიამოვნო დღის შემდეგ სასტუმროსკენ დავიძარით…მომდევნო დღეს ადგილობრივებმა ქალაქი უნდა დაგვათვალიერებინონ.😀

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s