პარიზული დღიურები (ნაწილი მეორე)

გათენდა მეორე დღე პარიზში…დილას უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა,უცნაურმა ტკივილმა,რომლის მსგავსიც ჯერ არ განმიცდია,ფეხს დავხედე და მარჯვენა კოჭი დიდ, ნიტრატებით გაჟღენთილ ვაშლს გავდა,აი აქ მივხვდი რომ თავი (ფეხი) შარში გავყავი,სასწაულის მოხდენის იმედით, ფეხი კეტში ჩავატიე და გარეთ გასასვლელად მოვემზადე,კიბეებზე ჩასვლა გამიჭირდასავით,მაგრამ როგორც მჩვევია ტკივილი არ გამოვხატე.

სახლთან ახლოს ბულანჟერიაში შევედით და პატარა მაგიდას მივუჯექით.სწორედ აქ ვეზიარე ნამდვილი ჩიზქეიქის გემოს,მას კენკრის ჩაიც დავაყოლე და კმაყოფილი წამოვდექი.16 მაისის პირველი გაჩერება ინვალიდების სასახლე იყო,სახლიდან იქამდე დაახლოებით 10 წუთის სავალი იყო,ჩემნაირთან ერთად კი იქ მისასვლელად 20 წუთი დაგჭრდებოდათ,ეს არ გამორჩენია ჩემ პატარა,6 წლის დეიდაშვილს და მოედანზე შესვლისთანავე ელენიკომ თქვა: ინვალიდი მოვიდა ინვალიდების სასახლეში.(მართალია ბავშვი,რას ვერჩი/სიმწრისღიმილი). მოკლედ მოვიარეთ მოედანი,სასახლე,ვინახულეთ ნაპოლეონის საფლავი და წამოვედით.ნუ მე და ელენიკო დიდად ამ ”გაჩერებით” ვერ მოვიხიბლეთ.

Continue reading