პარიზული დღიურები (ნაწილი მეხუთე)

დღეს პარიზში გატარებულ 2 დღეზე ერთად მოგიყვებით,რადგან ერთი მათგანი ისეთია რომ მოსაყოლად არაფერი,აუცილებლად,ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ და მეორეზე საუბარი თუ დავიწყე ვეღარ გავჩერდები.

20.05.2013-ჩანაწერში სულ 2 შეფასება მაქვს,ახლა ჩავხედე და გამეცინა როგორც ჩანს ამ დღეს პირველად ვეზიარე სტარბაქსს და უმაღლესი,ხუთი ქულით შევაფასე,ასევე ამ დღეს ვეწვიე ლუვრს და მეყო ტუტუცობა,რომ ის 4 ქულით შემეფასებინა.😀

გათენდა მეხუთე დღე პარიზში, დილით გავისეირნეთ და უახლოეს,სტარბაქსის კაფეში გადავწყვიტეთ საუზმობა,აქამდე სტარბაქსი “რაღაჩნაირი გოგოების” ამოჩემება მეგონა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად…დახლთან ამერიკანო და შოკოლადის მაფინი შევუკვეთე,შემდეგ კი სიამოვნების მორევში ჩავეშვი🙂

დღევანდელი ერთადერთი და მთვარი დანიშნულების ადგილი ლუვრი იყო,რომლის ყველა სივრცის ასათვისებლად რა თქმა უნდა ერთი ვიზიტი არ კმარა.ისევე როგორც ყველგან პარიზში,აქაც რიგში მოგვიწია შესასვლელთან დგომა, წესით იქ დგომა 45 წუთს მაინც უნდა გაგრძელებულიყო,თუმცა ქართველი ადამიანი,ხომ ყველგან სინაგლეს და მოუთმენლობას იჩენს,ასე რომ ძალიან წყნარად ისე შევერიეთ რიგის დასაწყისში მდგომ ჩინელებს,რომ ნერვიც არ აგვტოკებია.

ლუვრში ყოფნისას ყველაზე მეტდ იმაზე დამწყდა გული რომ ფეხი მტკიოდა და სიამოვნების მიღების მაგივრად,სადმე ჩამოსაჯდომის ძებნაზე ვიყავი გადართული. რა და როგორ აღვწერო არ ვიცი,ულამაზესი ინტერიერი,საოცრად მოხატული ჭერი,რომ აღარაფერი ვთქვათ თავად იქ განლაგებულ ხელოვნების ნიმუშებზე,თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც გემოვნებაზე სადაო ამ შენობაში ბევრია და ჩემი მოყოლილი,ოდნავაც ვერ დაგეხმარებათ იქაურობის აღქმაში.
საოცარება იყო რიგი მონა ლიზას სურათთან,რომელზეც ჩემ აზრს არ დავწერ,ვაიდა რომელიმე დიდმა ხელოვნებათმცოდნემ რისხვა არ დამატეხოს თავს,თუმცა მე იქ იდუმალ მონა ლიზაზე ბევრად საინტერესო ნახატები და სკულპტურები ვნახე.

ეს დღეც სასიამოვნოდ დაღლილმა დავასრულე,ძილის წინ უგემრიელეი ახალი გემო-მარაკუია აღმოვაჩინე,რომლის დაგემოვნების საშუალებაც თბილისში სამწუხაროდ არ გვაქვს.
პ.ს თუ ვცდები და ჩვენთან,სადმე გეგულებათ ეს “ვნების ხილი” აუცილებლად შემტყობინეთ.

მეექვსე დღე პარიზში ახალი პარიზის და ნამდვილი შოფინგის აღმოჩენის დღე იყო.
დილიდან დავირაზმეთ და მეტროთი ახალ,ბიზნეს პარიზში ამოვყავით თავი რომელიც ისე არ მომეწონა,ისე…. აი ახლაც გამახსენდა და შემაწუხა იმ ცივმა,მახინჯმა ცათამბჯენებმა.
შეუძლებელია პატარა სახლების,კაფეების,ვიწრო ქუჩების და ლამაზი ცის შემდეგ,ამ აყუდებულმა შენობებმა,რაც არ უნდა დიადები იყვნენ ისინი,შენზე დადებითი შტაბეჭდილება დატოვოს,ყოველშემთხვევაში მეტროდან ამოსვლისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა,როგორიც ძველ თბილისში,რიყის პარკში “დაგდებულმა” მილებმა გამოიწვიეს ერთ დროს ჩემში…თბილისის ურბანულ დაგეგმარებასა და იერსახეზე საუბარი შორს წაგვიყვანს,ასე რომ დავუბრუნდეთ ამ მედიდურ,უსულო შენობებს,რომლის შიგნით სული მოვითქვი,რადგან იქ სადაც იწყება შოფინგი,სადაც ვხედავ ბევრ მაღაზიას ერთად ჩემთვის სხვა დანარჩენი უფასურდება ხოლმე,ხანდახან ჩემი ამ თვისების გამო მგონია რომ მაგრად მაკლია😀,მაგრამ რა ვქნა როდესაც მაღაზიებში დავდივარ,სამყარო ბევრად უკეთესი მეჩვენება.😀 სწორედ ამ დღეს გამოვიჭირე ჩემი თავი,რომ ლუვრში სულ ზმუილ-ზმუილით და შეწუხებული სახით დავდიოდი ჩემი მარცხენა კოჭის და მარჯვენა მყესის გამო,აქ კი ერთხელაც არ უჩენია ტკივილს თავი. არა აშკარად მაკლია😀
სახლში ძალიან ბედნიერი,კმაყოფილი და პარკებით დახუნძლული ვერა,მაგრამ ჩემი ჭიის გასახარებელი რაოდენობით მაინც დავბრუნდი,რა თქმა უნდა როგორც მჩვევია დაძინებამდე არაერთხელ შევავლე თვალი ახალ ნივთებს და ალბათ იმაზე ფიქრში დავიძინე,რომ ბეეევრი ფული უნდა ვიშოვო,პარიზში გადმოვცხოვრდე და სეფორას მაღაზია პერიოდულად დავცალო ხოლმე.😀😀

ბევრი ფული და სეფორას მაღაზია ვნახოთ,აი პარიზის ქუჩებს რომ ძალიან მალე უნდა დავუბრუნდე ეგ კი ნამდვილად ვიცი,სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s