შვედური დღიურები (ნაწილი მეორე)

მაღვიძარა დილის 6 საათისთვის მოვმართე, რადგან სამუშაო შეხვედრა 9 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ქალაქში გასეირნება და ადგილობრივი ყავის სახლების დალაშქვრა მაქვს დაგეგმილი. როგორც ხდება ხოლმე მაღვიძარას დავასწარი და ადრიანად ავდექი, ჩავიცვი, ცოტა ხნით ლობიში დავჯექი, ქალაქის რუკას გადავხედე და სასტუმროდან გავედი. გავედი და 2 წამში შემოვბრუნდი😀 ჩანთაში საგულდაგულოდ ჩატენილი ქუდი ამოვიღე, შევიფუთე და გავბრუნდი. მითი იმაზე რომ მცივანა არ ვარ ამ მომენტში დაიმსხვრა…🙂

სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის და ზოგადად ქალაქის მაქსიმალურად ათვისება მაქვს გადაწყვეტილი, შესაბამისად პირველად გეზს საითკენ ავიღებ მნიშვნელობა არ აქვს. მარცხნივ არა და, სასტუმროდან მარჯვნივ დავიძარი ცენტრალური სადგურისკენ, სადაც როგორც ლობიში მითხრეს ევროს შვედურ კრონებზე გადაცვლას შევძლებდი. ევროს ორი ფარატინა ბანკნოტის სანაცვლოდ მიღებულმა შვედურმა კრონებმა, თავი მინი ოლიგარქად მაგრძნობინა.

სადგური 2.jpg

სადგურში გარდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა არის რამდენიმე პატარა მარკეტი, წიგნების მაღაზია, ყავის სახლები და თუ სწორად მახსოვს აფთიაქიც.  :D

სადგურიდან კვლავ გარეთ გამოვედი, წვიმა გადაღებას არ აპირებს, მე მცივა, მცივა ის სიტყვა არაა, სახე მაქვს წართმეული, მაგრამ ღიმილი მაინც არ მშორდება. აი ჩვენ რომ გვიკვირს ხოლმე გაღიმებული, კეთილი ტურისტების დანახვა თბილისში, ეგეთი დასანახი ვიქნებოდი მე რიგითი გოტენბურგელისთვის.🙂

ბევრი ვიარე თუ ცოტა მომშივდა, ცენტრალურ მოედანს წრე დავარტყი რაიმე განსხვავებული ყავის სახლის ძიებაში, მაგრამ გულმა მაინც სტარბაქსისკენ გამიწია და ცენტრალურ სადგურში დავბრუნდი. შეკვეთის მიცემიდან 3 წუთში სადგურის მეორე სართულზე განაბული და ენდორფინებით დატვირთული მივირთმევდი ლატეს და შოკოლადის მაფინს. (ჩემი აზრით ეს წყვილი გასტრონომიულ სამოთხეში შექმნილი იდეალური ერთობაა.)

11.jpg

ამასობაში გარეთ ოდნავ გათენდა, წვიმამაც იკლო და რაც მთავარია მივხვდი, რომ ამ ქალაქში შოფინგზე, ჭამაზე და მოკლედ, გადახურულ შენობებში დრო არ უნდა დაკარგო. უნდა ისეირნო და დატკბე ისეთი ერთი შეხედვით მარტივი სილამაზით როგორიც საახალწლოდ მორთული ხიდები, ხეები ან თუნდაც სასტუმროს  ეს შენობაა.

ბანტები (2)

საათს დავხედე, ჩემი თავისუფალი დრო იწურება. სასტუმროში დავბრუნდი, სადაც მალევე მოვიდნენ ჩვენი მასპინძლები და შემდეგ ყველანი ერთად სამუშაო შეხვედრაზე წავედით.

შეხვედრის შემოდგომი თავისუფალი დრო სეირნობასა და ადგილორბივი სავაჭრო ცენტრის ათვისებას დავუთმეთ. წამით კი მომაწვა შოფინგისას ჩვეული ადრენალინი, მაგრამ მალევე გადამიარა, წყნარად დავდე ჩემი პოტენციურად მეოცე ჩანთა და სასტუმროში წავედი… აქ დღე არ მთავრდება, საღამოს მასპინძლებთან ერთად რესტორანში მივდივართ, სადაც ჯერ არ ვიცი რომ უკანაკსნელი 5 თვის ნაგროვებ, გათავისებულ წესებსა და პრინციპებს ვუღალატებ და ჭამად ვიქცევი.😀 თუმცა აქვე ვიტყვი რომ გოტენბურგში მიღებულ არც ერთ ლუკმას არ ვნანობ.😀

…და აი ისიც დაუსრულებელი ხალისი, ნახშირწყლები და სიყვარულები.

6

  1. მარჯვნიდან – საქონლის ხორცის ბურთულა პომიდვრის სოუსით, სამსინგ ლაიქ ფინიკი გახვეული ლორში ტკბილი სოუსით, სტანდარტული თევზის ჩხირი.
  2. სტანდარტული და გემრიელი ბრუსკეტა.
  3. კრევეტების წვნიანი.
  4. კარტოფილი გემრიელ ხორცის წვნიანთან ერთად.
  5. ფეივორით უან: ყველი, კენკრის ჯემი და ნესვი.

ხუთი სასიკვდილო ცოდვის შემდეგ სასტუმროსკენ ფეხით დავიძარით.

11:00 PM – ეს ქალაქი მიყვარს! ეს ქალაქი ჩემია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s