პარიზული დღიურები (ნაწილი მეორე)

გათენდა მეორე დღე პარიზში…დილას უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა,უცნაურმა ტკივილმა,რომლის მსგავსიც ჯერ არ განმიცდია,ფეხს დავხედე და მარჯვენა კოჭი დიდ, ნიტრატებით გაჟღენთილ ვაშლს გავდა,აი აქ მივხვდი რომ თავი (ფეხი) შარში გავყავი,სასწაულის მოხდენის იმედით, ფეხი კეტში ჩავატიე და გარეთ გასასვლელად მოვემზადე,კიბეებზე ჩასვლა გამიჭირდასავით,მაგრამ როგორც მჩვევია ტკივილი არ გამოვხატე.

სახლთან ახლოს ბულანჟერიაში შევედით და პატარა მაგიდას მივუჯექით.სწორედ აქ ვეზიარე ნამდვილი ჩიზქეიქის გემოს,მას კენკრის ჩაიც დავაყოლე და კმაყოფილი წამოვდექი.16 მაისის პირველი გაჩერება ინვალიდების სასახლე იყო,სახლიდან იქამდე დაახლოებით 10 წუთის სავალი იყო,ჩემნაირთან ერთად კი იქ მისასვლელად 20 წუთი დაგჭრდებოდათ,ეს არ გამორჩენია ჩემ პატარა,6 წლის დეიდაშვილს და მოედანზე შესვლისთანავე ელენიკომ თქვა: ინვალიდი მოვიდა ინვალიდების სასახლეში.(მართალია ბავშვი,რას ვერჩი/სიმწრისღიმილი). მოკლედ მოვიარეთ მოედანი,სასახლე,ვინახულეთ ნაპოლეონის საფლავი და წამოვედით.ნუ მე და ელენიკო დიდად ამ ”გაჩერებით” ვერ მოვიხიბლეთ.

შემდეგი პუნქტი-ტრიუმფალური თაღი,ეს ის შემთხვევაა როდესაც მთაზე აღმართის ავლა,ხედად გიღირს.თუმცა არაჩვეულებრივ ხედამდე იყო დაუსრულებელი,დახვეული კიბეები,შუალედების გარეშე და პლუს ჩემი ნაღრძობი,გასიებული კოჭი.

საერთოდ სიმაღლის მეშინია,თუმცა თაღზე ასვლის შემდეგ ეს დამავიწყდა,რადგან იქიდან ძალიან ლამაზი სურათი იშლება.

Image

თაღიდნ ჩამოვედით,ახლა შანზ-ელიზეს დროა,ვეცდები თავი შევიკავო და თითოეული მაღაზიის გარე მინა არ აღვწერო,თუმცა აუცილებლად ვახსენებ ლუი ვუიტონის უზარმაზარ შენობას,პეჟოს და მერსედესის შოუ-რუმებს,ამ უკანასკნელში საკოლექციო ავტომობილების გარდა, მერსედესის სხვადასხვა ქალისა და მამაკაცის აქსესუარი იყო წარმოდგენილი.ერთი შარფი მომეწონა…ხო რა უბრალოდ მომეწონა🙂 და წამოვედი. აქ ერთ-ერთ მინი სავაჭრო ცენტრში ვეზიარე პირველად H&M_ს.სავაჭრო ცენტრამდე აფთიაქს ვესტუმრე,იმ იმედით რომ ფარმაცევტი რაღაც სასწაულით ჩემ ტრამვას განკურნავდა,თუმცა სასწაულის მაგივრად ელასტიური წინდა და გამაგრილებელი საცხი მომცა.

პარიზში ყოფნისას მქონდა მომენტები,როდესაც ჩემი ტრამვა არ მახსოვდა, ერთ-ერთი ასეთი იყო ამავე ქუჩაზე, მოცეკვავეების ძალიან მაგარი პერფორმანსი და ამის შემდეგ გასეირნება მონტენის ქუჩაზე,ეს არის ქუჩა სადაც თავმოყრილია ცნობილი,ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიები,არა უბრალოდ მაღაზიები,არამედ მოდის სახლები,სადაც თავისუფლად შეიძლება შეხვდე ნებისმიერ ცნობილ დიზაინერს.ეს და მისი პარალელური ქუჩები,დღემდე რჩებიან ჩემ მოტივაციად.მოვა დრო და…მოვა დრო და დავწერ,რაც მოვა🙂 დავუბრუნდეთ რეალობას,დამღლელი,მაგრამ სასიამოვნო სეირნობის შემდეგ მოგვშვდა და დიდი ძიების შემდეგ,სასურველ კაფეს მივაგენით,სასურველი მენიუთი,თუმცა აქვე ვიტყვი,რომ ფრანგული სამზარეულო,თუ მის ტკბილეულობას არ ჩავთვლით,საჩემო არაა. ამასობაში გაწვიმდა,სწორედ ეს ამინდის მოულოდნელი ცვლა შემიყვარდა პარიზში,მზე შავი ღრუბლით იცვლება,უცბად დაუშვებს შენ კი ამ დროს კაფის ვერანდაზე ზიხარ გათბობთ,პლედით და თუ წვიმასთან შეხება მოგინდება უბრალოდ ხელს გვერდზე გადაწევ.

სადილობის შემდე სახლში დავბრუნდი და წავუძინეთ,საღამოს უუუუუგემრიელესი ფუნთუშები და ფრანგული ყველი დავაგემოვნე,ფუნთუშებზე გავგიჟდი,ყველი დიდად არ მომეწონა.

მომავალ პოსტამდე…პარიზული დღიურების შემდეგ ნაწილში მოგიყვებით დღეზე,რომელიც თუ ოდესმე ამნეზია დამემართა,სხვა თუ არაფერი მინდა რომ სწორედ ის მახსოვდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s