პარიზული დღიურები (ნაწილი მეოთხე)

როგორც 17 მაისის დღის აღწერაში დაგპირდით,პარიზული დღიურების მეოთხე ნაწილში ჩემ ორ ახალ სიყვარულზე მოგითხრობთ.

…და ისევე როგორც წინა სამი,მეოთხე დღეც გათენდა პარიზში..

ამ დღის პირველი გაჩერება სენ,სულპისის მოედანი და ეკლესია ოყო (Saint-Sulpice Church).ეს ძალიან საინტერესო ადგილი და ტაძარია,მიდიხარ ჩვეულებრივ პარიზულ ქუჩაში,პატარა სახლებით და უცბად შენ წინ ყოველგვარი შესავლის გარეშე იმართება დიდი ნაგებობა,ულამაზესი ექსტერიერითა და ინტერიერით,ამ ტაძარში არსებული ორღანი კი ცალკე თემაა…

ამასობაში ახალ,პარიზულ სიყვარულთან შეხვედრის დრო მოვიდა,ძალიან შორს ნუ გაგიტაცებთ ფიქრები,ეს არც მეტი არც ნაკლები ლუქსემბურის ბაღია,ადგილი სადაც წასასვლელად დილიდან უნდა დაირაზმო,მას შეგიძლია ესტუმრო ოჯახთან ან მარტო, საინტერესო წიგნთან ერთად.ლუქსემბურგის ბაღი საკამოდ დიდ ადგილზეა გადაჭიმული,ერთ კუთხეში პატარა პონები დგანან და 5 წუთში ერთხელ ბავშვები გაჰყავთ სასეირნოდ,ცენტრში დიდი შადრევანია სადაც ბავშვები და არა მხოლოდ ისინი ერთობიან წყალში მექანიკურად სამართავი ნავების გაშვებით.მთელ ბაღში კომფორტული მწვანე სკამებია,ადგილი ასარჩევად კი ბევრია.თუ გინდათ ხალხმრავალ გარემოში იჯერებთ გულს, ხოლო განმარტოვების სურვილის შემთხვევაშიც იპოვით პატარა კუთხეს თქვენთვის.

ლუქსემბურგის ბაღიდან აღფრთოვანებული გამოვედი და შემდეგ პანთეონისკენ (Panthéon) დავიძარით.იქამდე მისასვლელმა აღმართმა ცოტა დამღალა და კოჭმაც გამახსენა თავი,რანაირად ვთქვა ჩემზე შთაბეჭდილება არ მოახდინათქო,მაგრამ მისგან გამოწვეული ემოციები კარგად არ მახსოვს,ანუ როგორც ჩანს განსაკუთრებული არც არაფერი მქონია.პანთეონიდან ლათინური კვარტლისკენ დავიძარით,ვნახე სორბონას უნივერსიტეტი თავისი ორიგინალური ფანჯრებით,თუმცა როგორც გავიგე ეს უნივერსიტეტი დიდებას ნელ-ნელა კარგავს.(დაე შემეძლოს სწავლა პრესტიჟ დაკარგულ სორბონაში :))

შემდეგი დანიშნულების ადგილი,სენ ჟერმენის ბულვარი (Boulevard Saint-Germain) იყო,სადაც გავიცანი ჩემი მეორე სიყვარული მაკაღუნები (macaron).გამოვარჩევდი მწვანეს,კრემისფერს,ყავისფერს… მას მერე ვცდილობ თბილისში მიახლოევბულ გემოს მიანც მივაგნო,თუმცა უშედეგოდ. (ან იქნებ,პარიზულ ქუჩებში სეირნობისას უფრო გემრიელად იჭმევა? :))

976197_351784594946963_692397989_o

ამ დღის ბოლო ორსეს (Musée d’Orsay) მუზეუმი იყო,სადაც შესასველად დიდ რიგში მომიწია დგომა,პარიზულ თავსხმაში ქოლგის და საწვიმარის გარეშე,თუმცა შედეგი ამად ღირდა.ის კი ნამდვილად ვიცი, რომ შემდეგი ვიზიტისას კვლავ ვესტუმრები და მთლიან დღესაც დავუთმობ,რადგან მისი ყველა სივრცის ასათვისებლად არათუ ერთი არამედ ხელოვნების დიდი მოყვარულისთვის მეტი დღეა საჭირო.

ეს იყო 2013 წლის 18 მაისი,რომლის ბოლოსაც ისეთი დაღლილი ვიყავი,ჯერ რომ არ ვყოფილვარ…ხვალ ზღაპრული სამყარო მელის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s