პარიზული დღიურები (ჯადოსნური სამყარო,რომელიც ასაკს არ ცნობს)

დიდი ხანია პარიზზე აღარ დამიწერია,არადა ჩემ პარიზულ ჩანაწერებში კიდევ არაერთი სასიამოვნო დღეა აღწერილი.პრინციპში იქ ყოფნისას როგორც ასეთი,დღიურს არც ვაწარმოებდი,უბრალოდ ძილის წინ იმ ადგილებს ჩამოვწერდი, სადაც იმ დღეს ვიყავი და შემდეგ ხუთბალიანი შკალით ვაფასებდი მათ,საბოლოოდ კი,დღის საშუალო არითმეტიკული ქულა გამომყავდა😀 უმაღლესი ქულა 2-3მა დღემ თუ დაიმსახურა,ერთ-ერთ მათგანზე კი ახლა დავწერ. არ გეგონოთ,რომ უამრავ,პარიზულ ადგილზე მოგიყვებით…დღეს ზღაპარს გავიხსენებ,რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ზღაპარია…

Image

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის დისნეილენდში,ეს არის ადგილი სადაც არ აქვს მნიშვნელობა ასაკს,კანის ფერს,წონას,ხასიათს,გემოვნებას და ა.შ (მხოლოდ სიმაღლეს,გარკვეულ შემთხვევებში🙂 )

პარიზის დისნეილენდი 2 ლოკაციისგან შედგება ერთია დისნეის პარკი,მეორე კი უოლტ დისნეის სტუდიო.ორივე მათგანში სხვადასხვა თემატური განყოფილებებია,რომელთა ასათვისებლად მე პირადად,2 დღე არ მეყო.

პირველ ჯერზე უშუალოდ პარკს ვეწვიეთ,იქ ცენტრალური შესასვლელიდან შედიხარ და ჰოლშივე ხვდები რომ სხვაგან მოხვდი,აქ ყველა ოცნება ხდება,როგორც დისნეის ზღაპრებში.შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს აღმოჩენების სამყაროა (Discoveryland),სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ატრაქციონი  Space mountain_ია,აქვეა ვიდეოპოლისი,სადაც სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმი გადის და მისი ყურება ან იქვე მოწყობილ,მინი კინოთეატრში შეგიძლია ან ზემოთ განთავსებული სწრაფი კვების დაწესებულებების მაგიდიდან.იქ მოხვედრილები აუცილებლად უნდა ეწვიოთ Captain Eo_ს,სადაც არაჩვეულებრივ 3დ ფილმს ნახავთ,მაიკლ ჯექსონის მონაწილეობით.გარდა ამ გასართობი ლოკაციებისა,აქ სხვა ატრაქციონებიცაა,შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც,თუმცა ისინი თავად მოინახულეთ,მე კი Frontierland_ში გადავინაცვლებ,რომელიც ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს,ამ განყოფილების მთავარი გასართობი წერტილი Big thunder mountain_ია,რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ ადრენალინის მიღებაში,თუმცა სანამ აქამდე მიხვალთ აუცილებლად ეწვიეთ Phantom manor_ს,რომელიც დაგაჯერებთ (ან არ),ბოროტი სულების და ზრაპრული ურჩხულების არსებობაში.აქვეა მოდელირებული,პოკაჰონტასის სოფელი, პატარებისთვის და დაუვიწყარი კრუიზი დისნეის გემით.

მორიგი განყოფილება Adventureland_ია,თავგადასავლების მოყვარულებო,აქეთ!🙂 აქ შეხვდებით კარიბის ზღვის მეკობრეებს,დაიპყრობთ რობიზონ კრუზოს საცხოვრებელს,ესტუმრებით არაერთ გამოქვაბულს და გაისეირნებთ ინდიანა ჯონსის ატრაქციონზე,რომელიც ასევე არ მოგაკლებთ ექსტრიმს.

მეოთხე და ბოლო განყოფილება,Fantasyland_ია,ნამდვილი დისნეის,ზღაპრების,ფერიების,ვარდისფერი სამყარო,სადაც ნებისმიერი მცირეწლოვანი და ზრდასრული (რადგან,ჩვენში მუდამ ცხოვრობს ბავშვი😀 )ზღაპარში იგრძნობს თავს და ეწვევა,მძინარე მზეთუნახავის სასახლეს,შეხვდება მიკი მაუსს,დისნეის მულტფილმების მინი სამყაროში,ნავით იმოგზაურებს,რამდენიმე წუთში შემოივლის მთელ მსოფლიოს (It’s a small world) და ალისასთან ერთად დაიკარგება ლაბირინთში.აქვეა დიდი კარუსელი,სადაც ზღაპრულ თეთრ რაშებზე ამხედრებულები ნამდვილ პრინცებად და პრინცესებად იგრძნობთ თავს.

Image

 

რა თქმა უნდა გამიჭირდა,იმ ადრენალინის,სილამაზის,ჯადოსნურობის და არაამქვეყნიურობის გადმოცემა,რომელსაც ნებისმიერი ვინც დისნეილენდის პარკში შეადგამს ფეხს აუცილებლად იგრძნობს.თუმცა მთავარი მინიშნებები მოცემულია,სხვა ზღაპრული ადგილების აღმოჩენა და თქვენი საყვარელის ამორჩევა,მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.🙂

შემდეგ პოსტში დისნეის მეორე ლოკაციაზე დავწერ,სადაც ჩემი ფავორიტი ექსტრემალური ატრაქციონია.

პ.ს დისნეილენდის პარკში,არ გაგიჭირდებათ სასადილოების,საპირფარეშოების,აქსესუარებისა და სუვენირების მაღაზიების პოვნა,ისინი პარკის მთელ გაყოლებაზეა. ჩემი კეთილი რჩევა: თუ სუენირების მაღაზიაში შეხვალთ,თავი ხელში აიყვანეთ,ვიცი რომ ყველაფერი მოგეწონებათ,რატომღაც გააფეტიშებთ მინი მაუსის ვარდისფერ კეპს და ისეთ “აბსურდებს” რასაც ჩვეულ ცხოვრებაში,ჩვეულ ქალაქში ყურადრებას არ მიაქცევდით,მაგრამ აქ თითოეული მაღაზია ცალკე ჯადოსნურ სამყაროა.

მომავალ პოსტამდე,შევხვდებით უოლტ დისნეის სტუდიოში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s