პარიზული დღიურები (დისნეის სტუდიო და პაღდონ,უი ბოდიში…)

ჩემი პარიზული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, დღეს დაპირებულ დისნეის სტუდიოზე და პარიზში გატარებულ ბოლო დღეზე მოგიყვებით.

დისნეის სტუდიო საფრანგეთის დინსეილენდის მეორე ლოკაციაა, რომელიც დისნეის პარკისგან თემატური შოუებით და ექსტრემალური ატრაქციონებით განსხვავდება. აქ აღმოჩნდებით დისნეის ჯადოსნური სამყაროს კადრს მიღმა.ისევე როგორც დისნეის პარკი, სტუდიოც თემატურადაა დაყოფილი, ესენია: Production courtyard, Backlot და Toon studio.

შესასვლელიდან პარკის ცენტრში ვხვდებით სადაც უოლტ დისნეის და მიკი მაუსის ძეგლია, სწორედ მათგან მარცხნივ ის ექსტრემალური ატრაქციონია, რომლითაც ყველაზე მეტად მოვიხიბლე (The twilight zone tower of terror).

964072_351448578313898_120199880_o
თუ ეს უკანასკნელი თქვენშიც ადრენალინის მოჭარბებას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ემოციის მიღება მოგინდებათ სასწრაფო წესით გადაინაცვლეთ Toon studio_ში სადაც ისეთი 3 ატრაქციონი დაგხვდებათ, რომელთა ფონზე თქვენ პატარა სათამაშოებად გამოჩნდებით.

ყველა ლოკაციის, ატრაქციონის და მინი კინოთეატრის ასათვისებლად ერთი სრული დღე დაგჭირდებათ, რადგან აქ ყველგან რიგია (მინიმუმ 30წუთიანი), ასევე გასათვალისწინებელია ის რომ სტუდიო პარკამდე 2 საათით ადრე იკეტება.

სტუდიოს შემდეგ, ჩვენ კვლავ პარკში გადავინაცვლეთ სადაც ამ პარკის 20წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული,ულამაზესი და დაუვიწყარი შოუ იმართებოდა მთელი წლის განმავლობაში.(შოუს სანახავად, ხალხი მოწინავე პოზიციებს 2-3 საათით ადრე იკავებდა, რამდენიმე კარგი ადგილი რეზერვირებულიც კი იყო).🙂 ამ ულამაზესი შოუს შემდეგ გასასვლელისკენ დავიძარით, გზად დისნეის დიდ მარკეტშიც შევიარეთ, რომელიც როგორც უკვე გითხარით ცალკე სამყაროა, ჩემი საფირმო მინი მაუსის მაისური და პატარა სუვენირები შევიძინე, ამასობაში თავსხმა წვიმამაც მოგვისწრო და მატარებლისკენ დავიძარით…მომდევნო დღეს თბილისში ვბრუნდებით😦

…გათენდა ბოლო დღე პარიზში, დღეს “იმას” უნდა ვეწვიო,სულ პირველ პოსტში რომ გითხარით დიდი უკარება,ცივი რკინის კონსტრუქციაათქო, თუმცა ეიფელზე ასვლის გარეშე როგორ შეიძლებოდა პარიზის დატოვება.
დილით ბარგი ჩავალაგეთ და დავიძარით უზარმაზარი რიგისკენ,რომელიც კოშზე ასასვლელ ლიფტებთან იდგა,თუ სწორად მახსოვს “ეს მაღალი” 3 დონისგან შედგება,თუმცა არის დღეები (უმეტეობა დღეებისა), როცა სულ ბოლო, მესამე დონე დახურულია უამინდობის და ნისლის გამო. მოკლედ როგორც იქნა ჩვენი რიგიც მოვიდა და ლიფტში ჩავსხედით,აქედანვე მივხვდი რომ ჩემი სიმაღლის შიში თავს აუცილებლად იჩენდა და არც შევმცდარვარ,ლიფტის გაღება,გამოსვლა და ჩემი კედელთან ჩახუტება ერთი იყო,შიშს უეცრად წამოსული წვიმა და ძლიერი ქარი დაემატა,ვეცადე მოაჯირთან ახლოს მივსულიყავი,იქნებ ხედს დაევიწყებინა ჩემი აკროფობია,მაგრამ ამაოდ 1-2 ფოტო ჩავაჩხაკუნე და სასწრაფო წესით დავეშვი მიწაზე.
977857_352092758249480_1839287152_o
გონზე მოსასვლელად ცოტა გავიარეთ,მაკაღუნები ვჭამეთ,სახლში დავბრუნდით და აეროპორტისკენ გავეშურეთ, პარიზმა წვიმით გამომაცილა :D… ფრენა კვლავ სასიამოვნო იყო,უბრალოდ თურქეთში გადაჯდომისას შეიქმნა რაღაც ორგანზაციული პრობლემა და შემდეგ ფრენაც გადაიდო 2 საათით, მივხვდი რომ ნელ-ნელა წმინდა ევროპულ ცივილიზაციას ვწყდებოდი და ვბრუნდებიდი…😦
23 მაისს გამთენიისას თბილისში ჩამოვედით, ბარგი ავიღეთ და გასასვლელისკენ დავიძარით,გამოსვლისას ვიღაცას ჩანთით დავეჯახე პაღდონ უიუი ბოდიში და დავადგი ფეხი არც ისე მონატრებულ სამშობლოს მიწას.  :D😀😀

…და დასრულდა იგი,ჩამი პარიზული დღიურები (ჰაგიოგრაფიას თავი დავანებო აჯობებს,არასდროს ვყოფილვარ მასში ძლიერი)😀 იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ მომიწევს პარიზზე,საფრანგეთის სხვა ქალაქებზე და ზოგადად ჩემ მოგზაურობებზე წერა, ეს უკანასკნელი 2 სიტყვა ხომ ისაა რაც ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და წერა,წერა და მოგზაურობა…😀😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s