შვედური დღიურები (ნაწილი მეორე)

მაღვიძარა დილის 6 საათისთვის მოვმართე, რადგან სამუშაო შეხვედრა 9 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ქალაქში გასეირნება და ადგილობრივი ყავის სახლების დალაშქვრა მაქვს დაგეგმილი. როგორც ხდება ხოლმე მაღვიძარას დავასწარი და ადრიანად ავდექი, ჩავიცვი, ცოტა ხნით ლობიში დავჯექი, ქალაქის რუკას გადავხედე და სასტუმროდან გავედი. გავედი და 2 წამში შემოვბრუნდი :D ჩანთაში საგულდაგულოდ ჩატენილი ქუდი ამოვიღე, შევიფუთე და გავბრუნდი. მითი იმაზე რომ მცივანა არ ვარ ამ მომენტში დაიმსხვრა… :)

Continue reading

შვედური დღიურები (ნაწილი პირველი)

ფრანგული რელიქვიების ამოქექვა და პარიზული დღიურების წერა, პარიზში ვიზიტიდან 1 წელზე მეტის გასვლის შემდეგ დავიწყე, მაშინ, როდესაც ამ ქალაქის მონატრებამ ან/და ერთფეროვნებამ და საკუთარი ქვეყნიდან გასვლის სურვილმა შემომიტია. ამჯერად მინდა შვედეთზე დავწერო. შვედეთის ერთ არც ისე პატარა, ნამდვილ ევროპულ და მიუხედავად კლიმატური პირობებისა, თბილ ქალაქზე, სადაც ყოფნიდან ერთი თვეც არ გასულა და მე ის უკვე მენატრება…ისე მენატრება, როგორც საკუთარი ქალაქი და ქვეყანა ენატრებათ ხოლმე. მოკლედ, ვეცდები ჩვეული ორთოგრაფიულ სინტაქსური შეცდომებით შვედეთის ქალაქ, გოტებურგზე მოგითხროთ, სადაც გატარებულმა ხუთმა დღემ მგონია, რომ არა მხოლოდ დადებითი ემოციებით დამმუხტა, არამედ ჩემში რამდენიმე კარდინალური ცვლილება მოახდინა და ის ცქმუტვის ნაპერწკალი გამიჩინა, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ შემიგრძვნია.

Continue reading

ამბავი იმაზე თუ როგორ დავიკელი 21 კგ

დიეტა, შოკოლადის შემდეგ ჩემ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ პირველად დიეტა 5 წლის ასაკში დავიცავი გასაგებია, რომ ზედმეტი წონა ბავშვობიდან მაწუხებს და არჩევანი წამიერ სიამოვნებასა და ცხოვრების ჯანსაღ წესს შორის მარადიულად მიდგას. წლების განმავლობაში ჩემი პრობლემა ალბათ ეს იყო, უფრო სწორად ამ დეტალის არ გააზრება. ორი მოცემულობის დანახვა და საღად განსჯა, არჩევანი შენზეა, არავის მიმართ ხარ ვალდებული, დედამიწას + – 20 კილო არც ამჩატებს და არც ამძიმებს. აქ მაქსიმალურად საკუთარ თავზე, სხეულზე, მოთხოვნილებებსა და პრიორიტეტებზე უნდა კონცენტრირდე, გადაწყვიტო და გაუდგე გზას.

Continue reading

პარიზული დღიურები (დისნეის სტუდიო და პაღდონ,უი ბოდიში…)

ჩემი პარიზული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, დღეს დაპირებულ დისნეის სტუდიოზე და პარიზში გატარებულ ბოლო დღეზე მოგიყვებით.

დისნეის სტუდიო საფრანგეთის დინსეილენდის მეორე ლოკაციაა, რომელიც დისნეის პარკისგან თემატური შოუებით და ექსტრემალური ატრაქციონებით განსხვავდება. აქ აღმოჩნდებით დისნეის ჯადოსნური სამყაროს კადრს მიღმა.ისევე როგორც დისნეის პარკი, სტუდიოც თემატურადაა დაყოფილი, ესენია: Production courtyard, Backlot და Toon studio.

შესასვლელიდან პარკის ცენტრში ვხვდებით სადაც უოლტ დისნეის და მიკი მაუსის ძეგლია, სწორედ მათგან მარცხნივ ის ექსტრემალური ატრაქციონია, რომლითაც ყველაზე მეტად მოვიხიბლე (The twilight zone tower of terror).

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მეხუთე)

დღეს პარიზში გატარებულ 2 დღეზე ერთად მოგიყვებით,რადგან ერთი მათგანი ისეთია რომ მოსაყოლად არაფერი,აუცილებლად,ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ და მეორეზე საუბარი თუ დავიწყე ვეღარ გავჩერდები.

20.05.2013-ჩანაწერში სულ 2 შეფასება მაქვს,ახლა ჩავხედე და გამეცინა როგორც ჩანს ამ დღეს პირველად ვეზიარე სტარბაქსს და უმაღლესი,ხუთი ქულით შევაფასე,ასევე ამ დღეს ვეწვიე ლუვრს და მეყო ტუტუცობა,რომ ის 4 ქულით შემეფასებინა. :D

გათენდა მეხუთე დღე პარიზში, დილით გავისეირნეთ და უახლოეს,სტარბაქსის კაფეში გადავწყვიტეთ საუზმობა,აქამდე სტარბაქსი “რაღაჩნაირი გოგოების” ამოჩემება მეგონა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად…დახლთან ამერიკანო და შოკოლადის მაფინი შევუკვეთე,შემდეგ კი სიამოვნების მორევში ჩავეშვი :)

Continue reading

პარიზული დღიურები (ჯადოსნური სამყარო,რომელიც ასაკს არ ცნობს)

დიდი ხანია პარიზზე აღარ დამიწერია,არადა ჩემ პარიზულ ჩანაწერებში კიდევ არაერთი სასიამოვნო დღეა აღწერილი.პრინციპში იქ ყოფნისას როგორც ასეთი,დღიურს არც ვაწარმოებდი,უბრალოდ ძილის წინ იმ ადგილებს ჩამოვწერდი, სადაც იმ დღეს ვიყავი და შემდეგ ხუთბალიანი შკალით ვაფასებდი მათ,საბოლოოდ კი,დღის საშუალო არითმეტიკული ქულა გამომყავდა :D უმაღლესი ქულა 2-3მა დღემ თუ დაიმსახურა,ერთ-ერთ მათგანზე კი ახლა დავწერ. არ გეგონოთ,რომ უამრავ,პარიზულ ადგილზე მოგიყვებით…დღეს ზღაპარს გავიხსენებ,რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ზღაპარია…

Continue reading

პარიზული დღიურები (ნაწილი მეოთხე)

როგორც 17 მაისის დღის აღწერაში დაგპირდით,პარიზული დღიურების მეოთხე ნაწილში ჩემ ორ ახალ სიყვარულზე მოგითხრობთ.

…და ისევე როგორც წინა სამი,მეოთხე დღეც გათენდა პარიზში..

ამ დღის პირველი გაჩერება სენ,სულპისის მოედანი და ეკლესია ოყო (Saint-Sulpice Church).ეს ძალიან საინტერესო ადგილი და ტაძარია,მიდიხარ ჩვეულებრივ პარიზულ ქუჩაში,პატარა სახლებით და უცბად შენ წინ ყოველგვარი შესავლის გარეშე იმართება დიდი ნაგებობა,ულამაზესი ექსტერიერითა და ინტერიერით,ამ ტაძარში არსებული ორღანი კი ცალკე თემაა…

Continue reading