შვედური დღიურები (დღე მეოთხე)

დილას ტრადიციულად ადრე გავიღვიძე და საეირნოდ გავედი, დიდი მისია მქონდა, ნესპრესოს მაღაზია უნდა მეპოვნა და მოგვიანებით, თავისუფალ დროს კაფსულების საყიდლად გამოვსულიყავი. დავალებას თავი მარტივად გავართვი, ჩვენი სასტუმროდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე, ქალაქის როგორც მე მივხვდი კულტურულ-საგანმანათლებლო-გასართობ ცენტრში დიდი მაღაზია აღმოვაჩინე. აქვე დავწერ, რომ კაფსულების საყიდლად დაბრუნებულს, მაღაზიაში ისეთი სერვისი გამიწიეს, ცოტა შემრცხვა. ერთი თავის მასაჟი არ შემოუთავაზებია კონსულტანტს, დანარჩენი არ დამაკლო.🙂

დათქმულ დროს სასტუმროში დავბრუნდი, თანამეგზურებთან ერთად ვისაუზმე და შემდგომ ყველანი ერთად ქალაქის დასათვალიერებლად წავედით. პროგრამის მიხედვით მასპინძლებს და 2 ადგილობრივ სტუდენტს ჩვენთვის გიდობა უნდა გაეწიათ. მართალია მე ჩემი მხრივ წინა დღეებში ქალაქი დაზვერილი მქონდა, მაგრამ საერთო სახალხო სეირნობამ სასიამოვნოდ ჩაიარა. ვესტუმრეთ თევზის მაღაზიას, სადაც ზღვის პროდუქტებთან ერთად, მადისაღმძვრელი ყველი, ძეხვეული და სხვა გასტრონომიული სიკეთეები იყიდება. პიცა ჰათში სწრაფი ლანჩის შემდეგ შვედ ლიბერალ ქალებთან წავედით შეხვედრაზე. ისევე როგორც დანარჩენებმა, ამ შეხვედრამაც საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა. როგორც აღმოჩნდა შვედეთშიც კი დგას გარკვეული სახით გენდერული თანასწორობის პრობლემა.

შეხვედრის შემდეგ თავისუფალი დრო გვქონდა, რაც ისევ სეირნობას და სავაჭრო ცენტრში საჩუქრების ყიდვას დავუთმე. აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შოფინგზე მეტადაც მყვარებია რაღაც და ეს რაღაც უცხო ქალაქში, უმისამართოდ ბოდიალია. სავაჭრო ცენტრიდან სასტუმროში დავბრუნდი, დავისვენე და ერთ-ერთ მასპინძელთან, რობერტთან ოჯახში სტუმრობისთვის მოვემზადე.

საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. დიდი ხანია რაც ასეთი სასიამოვნო, მხიარული და ბედნიერი არ ვყოფილვარ (ვლაპარაკობ და ვაჩვენებ უჟმურ პირველი😀 ). არაჩვეულებრივი დახვედრა, თბილი გარემო, ცხელი გლინტვეინი, რობერტის ფრანგი მეუღლე, სასიამოვნო საუბარი, კულინარიული აქცენტები და კარგი ღვინო. რა ცოტა (მ)ყოფნის ადამიანს სრული ჰარმონიისთვის. სასტუმროსთან ტრამვაით დავბრუნდით, შემდეგ ცოტა გავისეირნეთ და ტკბილ ძილს მივეცით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s