“ლიჟბი” აქედან წავიდე და…

აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტს ჩემ საზღვარგარეთულ და ქალაქგარეთულ ვოიაჟებზე ვსაუბრობ და ვწერ, არადა რამდენი უცხოელი და ადგილობრივი ბლოგერის, ტურისტის, ჟურნალისტის თუ მწერლის ინსპირაცია გამხდარა ქალაქი რომელშიც ვცხოვრობ, ქალაქი – თბილისი. ქალაქი, რომელიც მუდმივადაა განსჯის საგანი მისი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების, მწვანე საფარის, სატრანსპორტო მოძრაობის, საახალწლო განათებების, კულტურული ძეგლების და სხვა მრავალი მიზეზის გამო.

აბა გამოვტყდეთ და თითებზე გადავითვალოთ რამდენჯერ გვითხვამს: ნეტავ აქედან წავიდე და…და რა? მე, შენ, ის და სხვა მრავალი აქედან რომ წავალთ რა მოხდება? გვგონია თბილისს რამე დააკლდება? – არა, უფრო სწორად კი! თბილისს დააკლდება რამდენიმე უპასუხისმგებლო, უმადური ადამიანი, რომელსაც ჰგონია რომ ქალაქი მის წინაშე რამით ვალდებულია, თავად მას კი პასუხისმგებლობა არ ეკისრება. და რა გინდა რომ გააკეთონ ბებერმა, ძვლებში გატეხილმა, ბზარებით დაღარულმა შენობებმა? რას ელი ომგამოვლილი ასწლოვანი ხეებისგან? იქნებ უმადლო მიწის დამსახურებაა, რომ ცალმხრივი მოძრაობის პირობებში, ზებრაზე გადასვლისას ორივე მხარეს იყურები და საბოლოოდ მაინც საკუთარი სპრინტერული უნარების იმედზე კვეთ გზას.

…ამ ქალაქში სასუნთქი და გასავლელი აღარ დარჩა, აი ცენტრალ პარკი, ლუქსემბურგის ბაღი, ჰაიდ პარკი…რას დაემსგავსა ქალაქის ცენტრი, აბა შანზ-ელიზე, პიაცა ნავონა, პოტსდამი… ამ ხალხმა ხომ სიარული არ იცის/დავიჯერო ეს მძღოლები ფეხით არასდროს დადიან? აი პარიზში იცი როგორ იყო, შანსი არაა გზა არ დაგითმონ სულ რომ არასწორად გადადიოდე, ხო ხვდები არა? სხვა დონეა… აი აქ გამოიღვიძებს ხოლმე სსქ (საშუალო სტატისტიკური ქართველი) და იდეალურ წესრიგსა და ჰარმონიაში ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობასაც დაინახავს, თუმცა აზრადაც არ მოსდის რომ ეს დონე, დამოკიდებულება და თვითშეგნება ხშირად მასაც აკლია. აკლია მაშინ როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსული სამგზავრო ბილეთს ძირს აგდებს, რადგან ნუ ქალაქი ხომ ისეთაც ბინძურია. აკლია იმიტომ რომ აი მას, “იმენნა” მას მაგრად ეჩქარება და სასწრაფო დახმარების მანქანას ვერ გაატარებს, ან თუ ეგეთი რამ მოუვიდა, აუცილებლად მის გაკვალულ გზას გაჰყვება. კიდევ იცი რატომ (მა)გვაკლია? იმიტომ რომ ჩამონათვალის წერისას მეც, ჩემი მხრივ საუბარი მესამე პირში დავიწყე. ეგრეა, ყველას გვავიწყდება რომ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს ქალაქის წინაშე, იქნება ეს გამოხატული კარის მიღმა ზღურბლის მოგვით თუ ფინანსურ სარგებელზე და ბეტონის კედლებზე უარის თქმით და  თბილისის დამახინჯებისგან თავის არიდებით.

ამ პოსტს არა სხვის წასაკითხად, გასაგონად და სახეში შემოსალაწუნებლად ვწერ, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, რომელსაც კიდევ ერთხელ დაესიზმრა თუ როგორ დააღწია თავი მორღვეულ გაჩერებებს, ასწლოვანი ხეების ნაცვლად დარგულ ნერგებს (“დიდ ხეებად” ქცევის პერსპექტივით), წვიმაში მანქანით მოსიარულე დაუდევარ მძღოლებს, დედის წინ და მიწისქვეშის ზემოდან მორბენალ კვიცებს და ამ უკანასკნელებში შარდის სუნს, პარკების მაგივრად გაშენებულ ბეტონის ჯუნგლებს, უჰაერობას, ტროტუარებზე აყრილ ფილაქნებს, ავტობუსებში დაჭრილ სკამებს, იმ შუშის მონსტრს რუსთაველზე რომ ამაყად იწონებს თავს ქალაქის ყველა კუთხიდან.

…ოღონდ აქედან წავიდე და…წადი, წამო წავიდეთ, ამოვასუნთქოთ ქალაქი, თუმცა ევროპის რომელიმე მოედანზე სეირნობისას გზაზე ქართულ აქციზიან სიგარეტის კოლოფს რომ დავინახავთ, გავიხსენოთ რა გავაკეთეთ გუშინ, როდესაც აქ ჩავიარეთ და ურნა ვერ ვიპოვეთ.

12435067_838228906302527_1053269292_o

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s