პარიზული დღიურები (ნაწილი პირველი)

პარიზში 15 მაისს ჩავფრინდი,შარლ დე გოლის აეროპორტამდე,თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო,სადაც მშვიდად და თავდაჯერებულად ისე გავიარე ფრენის წინა პროცედურები,გეგონებოდა ხშირად მიწევს ქვეყნიდან ქვეყანაში გადაფრენა.არადა ეს ჩემი პირველი ფრენა იყო,19 წლის ასაკში.

ჩავჯექი თვითმფრინავში,აქაც თავდაჭერილი,მზად ნებისმიერი მოულოდნელობისთვის,თუმცა თავზე ძალის დატანება დიდხანს არ დამჭირვებია.გამიმართლა-ფრენის შიში არ აღმომაჩნდა და პირველივე აფრენით ძალიან ვისიამოვნე.პირველად დავაგემოვნე თვითმფრინავის საჭმელი,რომელსაც რა თქმა უნდა ხმელეთზე დიდი აღტაცებით არ შევჭამდი,მაგრამ ჰაერში პლასმასის პომიდორსა და გაყინულ სენდვიჩს თავისი ’’მუღამი’’ აქვს.რაც ძალიან მომეწონა იყო შოკოლადის მუსი/ან ლიმონის კექსი (ანუ კი ორივე თვითმფრინავში მივირთვი,მაგრამ თურქეთში ჩაფრენამდე რომელი იყო არ მახსოვს).

ჭამა-სმა დიდად შესარგისა და მუსიკის თანხლებით ჩავფრინდით თურქეთში,სადაც შუალედი საათნახევარი გვქონდა,შესაბამისად დუთი ფრიში თავით გადაშვება ვერ მოვახერხე და მალევე ავედი თვითმფრინავში.დავჯექი ილუმინატორთან,შევიკარი ღვედი. სულ მალე რაჰათ-ლუხუმი მომართვეს,რომელსაც აქამდე ცოცხალი თავით არ ვჭამდი,მეგონა რომ ტკბილი რეზინა იყო,პრინციპში ეგრეცაა მაგრამ გემრიელი, ტკბილი რეზინა აღმოჩნდა.ამის შემდეგ სიიდან ფილმი ამოვარჩიე და მისი ყურება დავიწყე,რა თქმა უნდა ნახევარ საათში ჩამეძინა და რა გამომაღვიძებდა მე თუ არა საჭმლის სუნი.ჩემს ულუფას უცბად გავავლე მუსრი,კარაქი და კრეკერები მოვიტოვე და ფილმის ყურება განვაგრძე.

ჩავფრინდით, აეროპორტშივე მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი…ბარგი ავიღეთ და ტაქსის დაველოდეთ,საყვარელმა ტაქსისტმა ჩემოდნები საბარგულში ჩაალაგა და გზას გავუდექით.ვერ ვიტყვი რომ მეცამეტე რაიონს ჰგავს,თუმცა დიდად არ განსხვავდება მისგან ის რაიონები,რომლის გავლაც აეროპორტიდან პარიზის შუაგულამდე გიწევს.დამთრგუნავი ქუჩის მხატვრობა,დიდი ნაცრისფერი შენობები,დაჟანგული მილები,მოკლედ ის რაშიც ვერც რომანტიკას ვხედავ და ვერც ხელოვნებას.

პარიზის შუაგულში შესვლას, თბილისში შემოსვლას შევადარებდი,აი გზიდან რომ მოდიხარ,აღმაშენებლის ძეგლს დაინახავ და ამბობ რომ: სახლში ვარ…ბევრი რომ არ გავაგრძელო მივედით ჩვენ ქუჩამდე,რომლის სახელი არ მახსოვს,ეიფელამდე ფეხით დაახლოებით 6-10წუთის სავალზე (გააჩნია ფეხს😀 ).ავედით პარიზულ 3 სართულიან სახლში,ბოლო სართულზე ძალიან საყვარელ ბინაში,აი ჭერიდან იატაკამდე ფანჯრები რომ აქვს ეგეთში,ცოტა ამოვისუნთქეთ და ღამის პარიზის სანახავად წავედით.

…და აი ისიც ჩემი პირველი შეხვედრა იმასთან,ჩვენი ანძა რომ ჯობია.ანძა ჯობია თუ არა არ ვიცი,მაგრამ თვითონ ერთი დიდი,უკარება,ცივი,რკინის კონსტრუქცია რომ არის ფაქტია.(ასეთი საშინელებაც არაა,როგორიც დავხატე,თუმცა შემდეგში გაიგებთ თუ რა უფრო მომწონს და რით სვამენ ჩემი თვალები წყალს).

Image

მოკლედ, მის უდიდებულესობა ეიფელის კოშკის მონახულების შემდეგ სავახშმოდ დავიძარით. პირველივე გადასასვლელზე გავჩერდი,წითელი ენთო და ჰოი საოცრებამ ჩემ თვალსწინ ჯერ არნახული პეიზაჟი გადაიშალა. ვიწრო სამანქანო ქუჩა,პატარ-პატარა კუნძულებით,წინ კაფე ლამაზი დაწნული სკამებით,გვერდზე ბევრი ველოსპიედი და მარჯვნივ შემავალი ვიწრო ქუჩა, სახლის აივნებზე გადმოკიდებული ქოთნის ყვავილებით. უნახავმა რა ნახაო და ამოვიღე ჩემი აპარატი.ამ სურათს ვიღებდი, როდესაც შუქნიშანმა გაამწვანა,ღილაკი დავაწკაპუნე და ბორდიურის არსებობა დამავიწყდა ისე ‘’ჩავსკუპდი’’ გზაზე.’’ჩავსკუპდი’’ და მარცხენა ფეხი,კოჭთან ჯერ მარცხენა მხარეს გადამიბრუნდა 180 გრადუსით, მერე იმავე რადიუსითვე მარჯვენა მხარეს,ამას თან ახლდა ძვლის თუ ხრტილების ხმები. შემდეგი რამდენიმე წამი არ მახსოვს,თუმცა მალევე მოვედი გონს, დაბუჟებული ფეხი მყარად დავგი მიწაზე და გზა გავაგრძელე ისე ვითომც აქ არაფერი მომხდარა (რაც მთავარია აპარატი ძირს დავარდნისგან ვიხსენი).თანდათან ტკივილმა გამიარა,ამასობაში იტალიურ რესტორანში შევედით გერიელი ლაზანია და პიცა მივირთვი (ორივეს აკლდა მარილი,იქ საერთოდ ყველაფერს მარილი აკლია) და იქედან სახლში დავბრუნდი.

გათენდა მეორე დღე პრიზში…დილას უცნაური შეგრძნებით გავიღვიძე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s