პარიზული დღიურები (ნაწილი მესამე,დღე რომელიც არასდროს დამავიწყდება)

Standard

როგორც უკვე გითხარით,ახლა იმ დღეზე მოგითხრობთ,რომელიც ყოველთვის მინდა რომ მახსოვდეს.შესავალშვე ვიტყვი რომ ზუსტად ვიცი იმ დადებით ემოციას,აღფრთოვანებას,სილამაზეს,სიკეთეს და ყველაფერ კარგს რაც მე ამ დღეს განვიცადე წერილობით ვერ გადმოგცემთ.შეიძლება გადმოგცეთ კიდეც და თქვენზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინოს,რამდენიც ჩემი ამ შესავლით გაგიჩნდებათ.ასეა თუ ისე ეს ჩემი მეხსიერებაა,ჩემი მგონებები,რომლებიც მე ძალიან მიყვარს და ცხოვრების სტიმულს მაძლევს.

გათენდა მესამე დღე პარიზში,ისტორიები ჩემ ნაღრძობ კოჭზე უკვე მეც მომბეზრდა,ასე რომ ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ,მით უმეტეს რომ ეს სწორედ ის დღეა,როდესაც ჩემი ტკივილი საერთოდ არ მახსოვდა.

დილა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მონახულებით დაიწყო,არ ვიცი,მართლა არ ვიცი როგორ უნდა გადმოვცე ამ და ზოგადად სხვა კათოლიკური,გოთიკურ,ბაროკოს სტილში გადაწყვეტილი ტაძრების სიდიადე,ორღანების სულშიჩამწვდომი ჟღერადობა და ამ ყველაფრის ფონზე ის არარეალური სიმშვიდე და ამასთანავე შინაგანი თრთოლვა,რომელსაც მათი სტუმრობისას განვიცდიდი.2013 წელს ტაძრის 850 წლისთავი აღინიშნებოდა და ამის გამო სამახსოვრო,ოქროსფერი მონეტების აპარატი იდგა ეკლესიის რამდენიმე კუთხეში.ეს იყო ერთადერთი რამ რამაც გამახსენა რომ 21-ე საუკუნეში ვიყავი.გაგვიმართლა და იმ დღეს გარეთ მზე ანათებდა,ულამაზესი სანახაობა იყო მისი სხივებით განათებული ფერადი,მინის ნაჭრებით აწყობილი ვიტრაჟები.პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი,აღმოჩნდა ადგილი,რომელმაც ჩემ მოლოდინს გადააჭარბა.

არ ვიცი ტაძრით ვიყავი მოხიბლულლი,თუ აქამდე არასწორი წარმოდგენა მქონდა ხახვზე,თუმცა სადილობისას რომ ხახვის სუპი მივირთვი და ძალიან მომეწონა ეს კარგად მახსოვს.(საერთოდ ხახვის დანახვისთანავე საჭმელს ხელიდან ვაგდებ,სახლში ყოველთვის ცდილობენ ან უხახვო კერძი მოამზადონ,ან ისე რომ მე ის ჭამისას ვერ ვიგრძნო).პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის შემდეგ,ხახვის სუპზე დიდ ხანს საუბარი არც ისე საინტერესო და სწორი იქნება,მით უმეტეს რომ წინ ჩემი დაუვიწყარი მოგონებების წაკითხვა გელით.

შუადღის შესვენების შემდეგ,მეტროში ჩავედით.(მოგვიანებით რამდენიმე სიტყვას პარიზის მეტროზეც დავწერ).შემდეგი გაჩერება ბულვარ დე კლიში (boulevard de clichy) და მულენ რუჟი იყო,იქ დაახლოებით 5 საათისთვის მივედით,ბულვარში გავისეირნეთ,მულენ რუჟის წინ ფოტოების გადაღება ვცადეთ (სხვათა შორის მულენ რუჟმა წარმოდგენა ოდნავ გამიცრუა,რაღაც უფრო გრანდიოზულს ველოდი,რაც შეეხება ფოტოს გადაღებას ვინ გაცალა,ტურისტები ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ და ვინ ვის კადრში მოხვდა საბოლოდ კაცმა არ იცის.) 

Image

ბულვარის შემდეგ ერთ ვიწრო,მე რომ ძალიან მიყვარს ისეთ ქუჩას ავუყევით და მივადექით საბაგიროს,რომელში ასვლის შემდეგაც დაუვიწყარო საღამო დაიწყო.წმინდა გულის ტაძართან ავედით (Basilica of the Sacré Cœur),ტაძარში შესვლამდე და გამოსვლის შემდეგაც მიმდებარე ტერიტორიიდან გადაშლილი ხედით დავტკბი,თუმცა როგორც ტელე-მარკეტებში იტყვიან ეს ყველაფერი როდი იყო…

Image

წინ მომნმარტი მელოდა,ადგილი სადაც დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი დღესვე,ერთ-ერთ პატარა სახლში,პატარა აივნით,ყვავილებით და საოცარი აურით.ვიმუშავებდი რომელიმე კაფეში ან სუვენირების მაღაზიაში,ვისეირნებდი ყოველ საღამოს და…დავეშვათ მიწაზე…

ბევრი ვისეირნეთ პატარა ვიწრო ქუჩებში,არაერთ სუვენირების მაღაზიასაც ვეწვიეთ.დავდიოდი და ვფიქრობდი კი ეს ის ადგილია,მე რომ წარმოვიდგენ ხოლმე და პირველ კურსზე ჩემი სიზმარიც სწორედ ამ ქუჩებში განვავითარე (გამიჭირდება,მაგრამ თუ იმ ნაწერს ვიპოვნი,აუცილებლად დავპოსტავ).სიარულით გულის ჯერების შემდეგ ერთ ერთ გადახურულ,გარე კაფეში დავსხედით,უკვე საკმაოდ აგრილებული იყო,თუმცა პლედები და გარე გათბობა მალევე მოედო ჩემს მხრებს.2 წუთში მხიარული,მიმტანი გვეახლა შეკვეთა ჩაიწერა და მალევე დაბრუნდა უკან,გაგვესაუბრა,აღმოჩნდა რომ ესპანელი იყო და საქართველოზეც ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია,ის კი იცოდა რომ ტემპერამენტით ერთმანეთს ვგავართ.ამ რამდენიმე წინადადებიანი დიალოგით და ერთი-ორი უხერხული სიტუაციით (რომელშიც იგი ჩავარდა,რადგან მაგიდები იქ ყველგან ძალიან მჭიდროდაა და მას გარე გათბობი აპარატებიც ემატება,მათ შორის გადაადგილება რთულია,ხოდა ჩვენმა მაჩომაც რამდენიმეჯერ ფეხი წამოკრა ხან გამოწეუ სკამს,ხან კი გამათბობელს.მე რისი უტაქტო ქართველი ვიყავი ხმამაღლა რომ არ გამცინებოდა,მასთან ერთად. ),ჩვენ შორის კომუნიკაციაშედგა,იმ საღამოს სრულყოფისთვის ესეც დიდი პლუსი იყო (როგორც წესი თავად ფრანგები,დიდი სტუმართმოყვარეობით და სახეზე ღიმილით არ გამორჩევიან).

Image

გემრიელი ვახშმის შემდეგ,ამჯერად სხვა ვიწრო ქუჩით დავბრუნდით ბულვარ დე კლიშზე,სადაც აბსოლუტურად სხვა სურათი დამხვდა,სად იყო კონჩიტა,მე რომ იქ მისი ”მეგობრები” ვნახე,რომლებიც არათუ თამამები,არამედ უზრდელები და რაღაც მომენტში სახიფათოებიც იყვნენ.მოკლედ ეს ის ადგილია,სადაც საღამოს მარტო მოხვედრას არ გირჩევთ და თუ ეს მაინც მოხდა,ისევ თქვენი ჯიბისთვის იქნება უკეთესი თუ ნასვამი არ იქნებით და ნებისყოფაც ”გაგიქაჩავთ” (hangover 2 ხომ გახსოვთ? ის ამბები კი ბანგკოკში მოხდა,მაგრამ ტრანსექსუალების ნაკლებობას არც ბულვარი განიცდის).

სახლში ემოციურად და ფიზიკურად დაღლილი,თუმცა ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი,აი გადავხედე ჩემ ნაწერს და აშკარად ემოციების მეხუთედიც ვერ გადმოგეცით ამ პოსტით.ალბათ აჯობებს თუ პარიზში მოხვედრას გისურვებთ და შემდეგ უკვე თავად გადაწყვეტთ თუ სად წახვალთ,რა მოგეწონებათ და მართალი ვყოფილვარ თუ არა ამ დღის აღწერისას. 

შემდეგ პოსტში 2 აღმოჩენასა და მათ სიყვარულზე გესაუბრებით.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s