„მწვანე“ თბილისი

Standard

სტატია რომელსაც ამ პოსტში წაიკითხავთ თებერვალში გაზეთ პრაიმ ტაიმისთვის დავწერე, პარტიზანები ვაკის პარკს კვლავ იცავენ, თუმცა ამასობაში სხვა სადავო ადგილებშიც ჩაეყარათ უსახურ კორპუსებს საფუძველი. დღეს ეს სტატია კი იმიტმ გამახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი “ძვირფასი” ამბავი გავრცელდა, რომლის თანახმადაც ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას შესაძლოა კუს ტბასთან დამაკავშირებელი საბაგირო შეეწიროს.

“მწვანე თბილისი” (Prime time-3 თებერვალი/2014წ)

თითქმის ერთი კვირაა, რაც პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენლები და მოხალისე მოქალაქეები,ვაკის პარკში არიან დაბანაკებულნი.ისინი ყოფილი რესტორან ,,ბუდაპეშტის’’ ტერიტორიაზე იმყოფებიან და აპროტესტებენ ამ ადგილზე დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას.თავის მხრივ, კომპანია ,,ტიფლის დეველოპმენტი’’ კი რამდენიმე დღეში მშენებლობის განახლებას აპირებს.ეს ის დავაა როდესაც ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს. ერთი ქალაქის მწვანე საფარს იცავს,მეორე კი საკუთარ ,,მწვანეებს“.რეალურად კი ვერც ერთი მხარე ვერ გვცემს კონკრეტულ პასუხს,ნამდვილად გაიჩეხება თუ არა ხეები და ნამდვილად არის თუ არა ეს საფრთხის შემცველი.ამ კონკრეტული საქმის გაურკვევლობა,რამდენიმე კითხვას ბადებს…იქნებ ბუნებას არასწორი მეთოდებით,არასწორ ადგილას ვიცავთ…

სამოქალაქო საზოგადოება ამ ჯერზე შედარებით აქტიურია,საინტერესოა როგორ დასრულდება ეს კონკრეტული საქმე.შეგახსენებთ რომ მსგავსი რამდენიმე შემთხვევა ზაფხულის თვეებშიც იყო, რომელებიც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნის, ხოლო ასათიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას ეხებოდა,ორივე შემთხვევაში მოსახლობის და გარემოს დამცველების, მძაფრი რეაქცია მწვანე საფარის გაჩეხვამ გამოიწვია.ამ კონკრეტულ ფაქტებს რამდენიმედღიანი გამოხმაურება და საპროტესტო აქციები მოჰყვა,თუმცა კონკრეტული შედეგით არ დასრულებულა.როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, მათ თავისი გასაკეთებელი გააკეთეს,საქმეების განხილვა,კანონდარღვევის გამოაშკარავება და პასუხისგებაში მიცემა კი სასამართლოს პრეროგატივაა.

მერიის,მთავრობის და სხვადასხვა კომპანიების შეჯიბრებები, საბოლოოდ მოსახლეობას აზარალებს,მოსახლეობას რომლის წარმომადგენლებიც თავად პარლამენტის წევრები,მერიის წარმომადგენლები, მათი შვილები და შვილიშვილები არიან.ეს ყველაფერი კი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მესამე კლასიდან ბუნების სიყვარულს გვასწავლიან,ყოველ შემთხვევაში ცდილობენ გაგვაგებინონ რომ ბუნება ჩვენი მეგობარია,თუმცა თუ არ გავუფრთხილდებით ყველაზე სასტიკი სამაგიეროს გადახდა შეუძლია.ეს ის სიტყვებია, რომლებსაც მზიურის მიპირდაპირე მხარეს, 55-ე სკოლაში ვკითხულობდი,ვერ გეტყვით რამდენადად მოწადინებული ვიყავი გაკვეთილის სწავლისას,თუმცა ის კი ზუსტად მახსოვს როგორ ველოდ ბოლო გაკვეთილის ზარის დარეკვას, რომ მეგობრებთან ერთად მზიურის პარკში გავქცეულიყავი,სადაც მაშინ ნაგებობებს, მწვანე საფარი სჭარბობდა.გამიმართლა და საცხოვრებელი სახლიც, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილის მახლობლად მქონდა,იპოდრომი იყო ადგილი, სადაც ეზოში დროებით ჩაშვებული ბავშვები დიდი სიამოვნებით ვიპარებოდით.ეს იყო ადგილი სადაც იკრიბებოდა ყველა ასაკის ადამიანი,ზოგი ვარჯიშობდა,ზოგი ფეხბურთსა და რაგბს თამშობდა.ჩვენი შინაური ცხოველები კი ამ მინდორზე, ალბათ ყველაზე ლაღად გრძნობდნენ თავს.ამ ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე არსებული ახალი გზა,გარკვეულ კომფორტს ჰქმნის,მაგრამ ვერ გეტყვით რამდენად აუცილებელი იყო ტერიტორიის გასხვისება და აქ საცოვრებელი სახლების აშენება.

ეს ჩემი, არც თუ ისე შორეული ბავშვობის მოგონებებია,ის ადგილები-პარკებია, რომლებთანაც დაუვიწყარი მოგონებები მაკავშირებს.ჩემს ისტორიებთან ერთად, ამ და სხვა ბაღებსა თუ სკვერებს,საკუთარი ისტორიებიც აქვთ.საკმაოდ საინტერესოა მუშტაედის ბაღის ისტორია,რომელიც 1830 წელს ირანიდან გამოქცეულმა,აზერბაიჯანში შიიტების რელიგიურმა ლიდერმა-მირ ფეთეაღა სეიდ თავრიზიმ გააშენა.მან საცხოვრებლად თბილისი, მისი ქართველი მეუღლის გამო აირჩია,რომელიც ადრე გარდაიცვალა და ამავე ბაღშია დაკრძალული.მუშტაედის ბაღი ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო.გასულ საუკუნეში აქ სისტემატიურად ეწყობოდა სახალხო სეირნობები,გამოფენები,სპექტაკლები და სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი ღონისძიებები.მუშტაედის ბაღი ცნობილია მისი საბავშვო რკინიგზით,რომელიც 1935 წელს ამოქმედდა და მსოფლიოში პირველ საბავშვო რკინიგზად მიიჩნევა.მსგავსი წარსულის და იმის მიუხედავად , რომ პარკს რეკონსტრუქციაც ჩაუტარდა,მას პატარები და მათი მშობლები მაინც იშვიათად სტუმრობენ.ისევე როგორც ვერის ბაღს,რომელიც ოდესღაც დიდი თავყრილობების ადგლი იყო,ვინ იცის რამდენი მნიშვნელოვანი წამოწყების თუ გადაწყვეტილების ადგილია,დღეს მისი ნაწილი სხვადასხვა ნაგებობებმა აითვისეს ნაწილში კი ასაკოვანი ადამიანები მონდომებით აგორებენ კამათელსა და განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.გადავინაცვლოთ საბურთალოზე-,,წითელ ბაღშიც’’ ელოდებიან დუ შაშს,არც აქ გაგიჭირდებათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კომპეტენტური აზრის მოსმენა,თუმცა ისევე როგორც სხვებს,ამ პარკსაც დაკარგული აქვს მისი მთავარი,რეკრეაციული ფუნქცია.მსგავსი ბედი თბილისში არაერთმა სკვერმა თუ ბაღმა გაიზიარა.მათი უმრავლესობა ან ფაქტიურად აღარ არსებობს ან ფუნქცია აქვთ შეცვლილი.ვერც ერთ მშობელს ვერ გამტყუნებ იმისთვის რომ საკუთარ შვილს მზიურში,წითელ ბაღში,ვაკის პარკსა და სხვა სკვერებში თამამად ვერ უშვებენ.ერთგან ქუჩის ცოფიანი ძაღლების უნდა გვეშინოდეს,მეორეგან სამშენებლო საქმიანობისგან დაბინძურებული გარემოსი,მესამეგან კი ქალაქის ცენტრში არსებული ,,კლიშის ბულვარის’’.

მხატვრული თხრობიდან,რეალობას დავუბრუნდეთ.როგორც ყველაფრიდან ჩანს არათუ შთამომავლობაზე, არამედ ჩვენს ხვალინდელ დღეზეც არ ვფიქრობთ,სამაგიეროდ ვფიქრობთ ევროკავშირთან, პარაფირების ხელშეკრულების გაფორმებაზე.მაპატიეთ და ისე რომ რეალურად არ ვიცით რას გულისხმობს იგი და უმეტეს შემთხვევაში, იმასაც ვერ ვაკონკრეტებთ თუ რატომ გვინდა ევროპასთან დაახლოვება.

იცით ევროპელებს რა მოსწონთ ჩვენს ქვეყანაში? ბუნება და ბუნებრიობა, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ შემორჩა საქართველოს ზოგიერთ რეგიონს.დედაქალაქმა-თბილისმა კი ვერ გაუძლო გლობალიზაციასა და ურბანულ გამოწვევებს და მისგან სარგებელის ნაცვლად,ვიზუალურად დამახინჯებული,უჟანგბადო ქალაქი მიიღო.პარადოქსია რომ ის,რომ რაც ჩვენ ბუნებრივად გვაქვს ვანადგურებთ,უცხოელები კი მთელი მონდომებით ცდილობენ, შეინარჩუნონ არსებული და ხელოვნურად შექმნან, ბუნებრივი საფარის ტერიტორიები,რადგან მათ როგორც ჩანს,კარგად გაუაზრებიათ,ზემოთნახსენები ბიოლოგიის წიგნიდან რომ სუნთქვა ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა,ამისათვის კი საჭიროა მწვანე საფარი, რომელიც შთანთქავს ნახშიროჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.არ მინდა მკითხველი ჩემი პათეტიკური ტონით გავანაწყენო.იმაში რომ ქალაქში იმ მცირეოდენი რესურსის დაცვას ვერ ვახერხებთ ჩემი ბრალიც მიმიძღვის,ეს ყველას ბრალია, ვისაც ხშირად გვითქვამს შემდეგი სიტყვები: კარგი რა,რა დროს ხეებსა და რესტორნებზე დავაა,რამდენი სხვა რამეა ქვეყანაში გასაკეთებელი.აი სწორედ აქ ვცდებით,თუმცა ვერავის ვამტყუნებთ,რადგან ადამიანები იმდენად გადაღლილნი არიან საკუთარი სოციალური პრობლემებით, რომ მხოლოდ მატერიალურ,დღეს არსებულ პრობლემებზე ფიქრობენ,არადა ის ხვალინდელი დღეც არ არის შორს,როდესაც ბუნება ყველაფრსის საზღაურს მოგვთხოვს.
როგორც ჩანს ამ საკითხზე ან არ ვფიქრობთ,ან კიდევ უარესი ვფიქრობთ და არაფერს ვაკეთებთ,ფაქტი ერთია, რომ თბილისში უფრო და უფრო რთული საპოვნელია პატარა ადგილი, სადაც დაისვენებ და სუფთა ჰაერით გაბერავ ფილტვებს.

არ მინდა მკითხველმა ეს უბრალო,მორიგ, სტატიისთვის დაწერილ სტატიად მიიღოს და ამიტომ დასასრულს დავსვამ კითხვას:რატომ უნდა შევნატროდეთ პარიზის ლუქსემბურგის ბაღს,ნიუ იორკის ცენტრალურ ან ლონდონის ჰაიდ პარკს. როდესაც ჩვენც, თავისუფლად შეგვიძლია გვქონდეს მსგავსი ადგილები,თუნდაც მაშტაბებით მცირე,ჩვენი ქალაქის შესაფერისი,მაგრამ რაც მთავარია ადგილი,სადაც სუფთა ჰაერთან ერთად ბავშვებსა და მოზარდებს ისეთი მოგონებები ექნებათ.როგორიც მე ვაკის პარკზე, რომლის ბედიც ბუნდოვანია,იპოდრომსა და მზიურზე რომელთა ბედიც დიდი ხნის წინ გაკვალა ცემენტის მანქანამ.

heal-the-world

(C) Prime Time,ანა ბარბაქაძე

პარიზული დღიურები (დისნეის სტუდიო და პაღდონ,უი ბოდიში…)

Standard

ჩემი პარიზული ვოიაჟი დასასრულს უახლოვდება, დღეს დაპირებულ დისნეის სტუდიოზე და პარიზში გატარებულ ბოლო დღეზე მოგიყვებით.

დისნეის სტუდიო საფრანგეთის დინსეილენდის მეორე ლოკაციაა, რომელიც დისნეის პარკისგან თემატური შოუებით და ექსტრემალური ატრაქციონებით განსხვავდება. აქ აღმოჩნდებით დისნეის ჯადოსნური სამყაროს კადრს მიღმა.ისევე როგორც დისნეის პარკი, სტუდიოც თემატურადაა დაყოფილი, ესენია: Production courtyard, Backlot და Toon studio.

შესასვლელიდან პარკის ცენტრში ვხვდებით სადაც უოლტ დისნეის და მიკი მაუსის ძეგლია, სწორედ მათგან მარცხნივ ის ექსტრემალური ატრაქციონია, რომლითაც ყველაზე მეტად მოვიხიბლე (The twilight zone tower of terror).

964072_351448578313898_120199880_o
თუ ეს უკანასკნელი თქვენშიც ადრენალინის მოჭარბებას გამოიწვევს და კიდევ უფრო მეტი ემოციის მიღება მოგინდებათ სასწრაფო წესით გადაინაცვლეთ Toon studio_ში სადაც ისეთი 3 ატრაქციონი დაგხვდებათ, რომელთა ფონზე თქვენ პატარა სათამაშოებად გამოჩნდებით.

ყველა ლოკაციის, ატრაქციონის და მინი კინოთეატრის ასათვისებლად ერთი სრული დღე დაგჭირდებათ, რადგან აქ ყველგან რიგია (მინიმუმ 30წუთიანი), ასევე გასათვალისწინებელია ის რომ სტუდიო პარკამდე 2 საათით ადრე იკეტება.

სტუდიოს შემდეგ, ჩვენ კვლავ პარკში გადავინაცვლეთ სადაც ამ პარკის 20წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული,ულამაზესი და დაუვიწყარი შოუ იმართებოდა მთელი წლის განმავლობაში.(შოუს სანახავად, ხალხი მოწინავე პოზიციებს 2-3 საათით ადრე იკავებდა, რამდენიმე კარგი ადგილი რეზერვირებულიც კი იყო). :) ამ ულამაზესი შოუს შემდეგ გასასვლელისკენ დავიძარით, გზად დისნეის დიდ მარკეტშიც შევიარეთ, რომელიც როგორც უკვე გითხარით ცალკე სამყაროა, ჩემი საფირმო მინი მაუსის მაისური და პატარა სუვენირები შევიძინე, ამასობაში თავსხმა წვიმამაც მოგვისწრო და მატარებლისკენ დავიძარით…მომდევნო დღეს თბილისში ვბრუნდებით :(

…გათენდა ბოლო დღე პარიზში, დღეს “იმას” უნდა ვეწვიო,სულ პირველ პოსტში რომ გითხარით დიდი უკარება,ცივი რკინის კონსტრუქციაათქო, თუმცა ეიფელზე ასვლის გარეშე როგორ შეიძლებოდა პარიზის დატოვება.
დილით ბარგი ჩავალაგეთ და დავიძარით უზარმაზარი რიგისკენ,რომელიც კოშზე ასასვლელ ლიფტებთან იდგა,თუ სწორად მახსოვს “ეს მაღალი” 3 დონისგან შედგება,თუმცა არის დღეები (უმეტეობა დღეებისა), როცა სულ ბოლო, მესამე დონე დახურულია უამინდობის და ნისლის გამო. მოკლედ როგორც იქნა ჩვენი რიგიც მოვიდა და ლიფტში ჩავსხედით,აქედანვე მივხვდი რომ ჩემი სიმაღლის შიში თავს აუცილებლად იჩენდა და არც შევმცდარვარ,ლიფტის გაღება,გამოსვლა და ჩემი კედელთან ჩახუტება ერთი იყო,შიშს უეცრად წამოსული წვიმა და ძლიერი ქარი დაემატა,ვეცადე მოაჯირთან ახლოს მივსულიყავი,იქნებ ხედს დაევიწყებინა ჩემი აკროფობია,მაგრამ ამაოდ 1-2 ფოტო ჩავაჩხაკუნე და სასწრაფო წესით დავეშვი მიწაზე.
977857_352092758249480_1839287152_o
გონზე მოსასვლელად ცოტა გავიარეთ,მაკაღუნები ვჭამეთ,სახლში დავბრუნდით და აეროპორტისკენ გავეშურეთ, პარიზმა წვიმით გამომაცილა :D… ფრენა კვლავ სასიამოვნო იყო,უბრალოდ თურქეთში გადაჯდომისას შეიქმნა რაღაც ორგანზაციული პრობლემა და შემდეგ ფრენაც გადაიდო 2 საათით, მივხვდი რომ ნელ-ნელა წმინდა ევროპულ ცივილიზაციას ვწყდებოდი და ვბრუნდებიდი… :(
23 მაისს გამთენიისას თბილისში ჩამოვედით, ბარგი ავიღეთ და გასასვლელისკენ დავიძარით,გამოსვლისას ვიღაცას ჩანთით დავეჯახე პაღდონ უიუი ბოდიში და დავადგი ფეხი არც ისე მონატრებულ სამშობლოს მიწას.  :D :D :D

…და დასრულდა იგი,ჩამი პარიზული დღიურები (ჰაგიოგრაფიას თავი დავანებო აჯობებს,არასდროს ვყოფილვარ მასში ძლიერი) :D იმედი მაქვს კიდევ არაერთხელ მომიწევს პარიზზე,საფრანგეთის სხვა ქალაქებზე და ზოგადად ჩემ მოგზაურობებზე წერა, ეს უკანასკნელი 2 სიტყვა ხომ ისაა რაც ყველაზე მეტად მიყვარს მოგზაურობა და წერა,წერა და მოგზაურობა… :D :D

პარიზული დღიურები (ნაწილი მეხუთე)

Standard

დღეს პარიზში გატარებულ 2 დღეზე ერთად მოგიყვებით,რადგან ერთი მათგანი ისეთია რომ მოსაყოლად არაფერი,აუცილებლად,ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ და მეორეზე საუბარი თუ დავიწყე ვეღარ გავჩერდები.

20.05.2013-ჩანაწერში სულ 2 შეფასება მაქვს,ახლა ჩავხედე და გამეცინა როგორც ჩანს ამ დღეს პირველად ვეზიარე სტარბაქსს და უმაღლესი,ხუთი ქულით შევაფასე,ასევე ამ დღეს ვეწვიე ლუვრს და მეყო ტუტუცობა,რომ ის 4 ქულით შემეფასებინა. :D

გათენდა მეხუთე დღე პარიზში, დილით გავისეირნეთ და უახლოეს,სტარბაქსის კაფეში გადავწყვიტეთ საუზმობა,აქამდე სტარბაქსი “რაღაჩნაირი გოგოების” ამოჩემება მეგონა,მაგრამ როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად…დახლთან ამერიკანო და შოკოლადის მაფინი შევუკვეთე,შემდეგ კი სიამოვნების მორევში ჩავეშვი :)

დღევანდელი ერთადერთი და მთვარი დანიშნულების ადგილი ლუვრი იყო,რომლის ყველა სივრცის ასათვისებლად რა თქმა უნდა ერთი ვიზიტი არ კმარა.ისევე როგორც ყველგან პარიზში,აქაც რიგში მოგვიწია შესასვლელთან დგომა, წესით იქ დგომა 45 წუთს მაინც უნდა გაგრძელებულიყო,თუმცა ქართველი ადამიანი,ხომ ყველგან სინაგლეს და მოუთმენლობას იჩენს,ასე რომ ძალიან წყნარად ისე შევერიეთ რიგის დასაწყისში მდგომ ჩინელებს,რომ ნერვიც არ აგვტოკებია.

ლუვრში ყოფნისას ყველაზე მეტდ იმაზე დამწყდა გული რომ ფეხი მტკიოდა და სიამოვნების მიღების მაგივრად,სადმე ჩამოსაჯდომის ძებნაზე ვიყავი გადართული. რა და როგორ აღვწერო არ ვიცი,ულამაზესი ინტერიერი,საოცრად მოხატული ჭერი,რომ აღარაფერი ვთქვათ თავად იქ განლაგებულ ხელოვნების ნიმუშებზე,თუმცა ეს ის შემთხვევაა როდესაც გემოვნებაზე სადაო ამ შენობაში ბევრია და ჩემი მოყოლილი,ოდნავაც ვერ დაგეხმარებათ იქაურობის აღქმაში.
საოცარება იყო რიგი მონა ლიზას სურათთან,რომელზეც ჩემ აზრს არ დავწერ,ვაიდა რომელიმე დიდმა ხელოვნებათმცოდნემ რისხვა არ დამატეხოს თავს,თუმცა მე იქ იდუმალ მონა ლიზაზე ბევრად საინტერესო ნახატები და სკულპტურები ვნახე.

ეს დღეც სასიამოვნოდ დაღლილმა დავასრულე,ძილის წინ უგემრიელეი ახალი გემო-მარაკუია აღმოვაჩინე,რომლის დაგემოვნების საშუალებაც თბილისში სამწუხაროდ არ გვაქვს.
პ.ს თუ ვცდები და ჩვენთან,სადმე გეგულებათ ეს “ვნების ხილი” აუცილებლად შემტყობინეთ.

მეექვსე დღე პარიზში ახალი პარიზის და ნამდვილი შოფინგის აღმოჩენის დღე იყო.
დილიდან დავირაზმეთ და მეტროთი ახალ,ბიზნეს პარიზში ამოვყავით თავი რომელიც ისე არ მომეწონა,ისე…. აი ახლაც გამახსენდა და შემაწუხა იმ ცივმა,მახინჯმა ცათამბჯენებმა.
შეუძლებელია პატარა სახლების,კაფეების,ვიწრო ქუჩების და ლამაზი ცის შემდეგ,ამ აყუდებულმა შენობებმა,რაც არ უნდა დიადები იყვნენ ისინი,შენზე დადებითი შტაბეჭდილება დატოვოს,ყოველშემთხვევაში მეტროდან ამოსვლისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა,როგორიც ძველ თბილისში,რიყის პარკში “დაგდებულმა” მილებმა გამოიწვიეს ერთ დროს ჩემში…თბილისის ურბანულ დაგეგმარებასა და იერსახეზე საუბარი შორს წაგვიყვანს,ასე რომ დავუბრუნდეთ ამ მედიდურ,უსულო შენობებს,რომლის შიგნით სული მოვითქვი,რადგან იქ სადაც იწყება შოფინგი,სადაც ვხედავ ბევრ მაღაზიას ერთად ჩემთვის სხვა დანარჩენი უფასურდება ხოლმე,ხანდახან ჩემი ამ თვისების გამო მგონია რომ მაგრად მაკლია :D,მაგრამ რა ვქნა როდესაც მაღაზიებში დავდივარ,სამყარო ბევრად უკეთესი მეჩვენება. :D სწორედ ამ დღეს გამოვიჭირე ჩემი თავი,რომ ლუვრში სულ ზმუილ-ზმუილით და შეწუხებული სახით დავდიოდი ჩემი მარცხენა კოჭის და მარჯვენა მყესის გამო,აქ კი ერთხელაც არ უჩენია ტკივილს თავი. არა აშკარად მაკლია :D
სახლში ძალიან ბედნიერი,კმაყოფილი და პარკებით დახუნძლული ვერა,მაგრამ ჩემი ჭიის გასახარებელი რაოდენობით მაინც დავბრუნდი,რა თქმა უნდა როგორც მჩვევია დაძინებამდე არაერთხელ შევავლე თვალი ახალ ნივთებს და ალბათ იმაზე ფიქრში დავიძინე,რომ ბეეევრი ფული უნდა ვიშოვო,პარიზში გადმოვცხოვრდე და სეფორას მაღაზია პერიოდულად დავცალო ხოლმე. :D :D

ბევრი ფული და სეფორას მაღაზია ვნახოთ,აი პარიზის ქუჩებს რომ ძალიან მალე უნდა დავუბრუნდე ეგ კი ნამდვილად ვიცი,სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა.

ჩემი მედია სამართლებრივი ვნებები

Standard

წინა 2 დღე და კიდევ ნახევარი, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში გავატარე, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ,ჟურნალისტებისათვის განკუთვნილ ტრეინინგს ვესწრებოდი, რომელიც მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის საკითხებს ეხებოდა. პროექტის მხარდამჭერები USAID და EWMI არიან.

2 სამუშაო დღის განმავლობაში განვიხილეთ ისეთი თემები, როგორებიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მის მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალი,მოსამართლეების დანიშვნის პროცედურები,სასამართლოში აუდიო-ვიდეო ჩანაწერების განხორციელების საკანონმდებლო რეგულაციები,მედიის როლი სისხლის სამართლის საქმეებში,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და სხვა მედია სამართლებრივი საკითხები.

ჩემთვის ეს ორი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო, დიდი ხანია მსგავს ინფორმაციულ, საინტერესო ტრეინინგს არ დავსწრებივარ. მართალია “გასაგები მიზეზების” გამო, გვიან ვიძინებდი და 9 საათზე გაღვიძება, შემდგომში მთელი დღე გაორებულ ხედვას იწვევდა ჩემში, მაგრამ ინფორმაციის აღქმა და მისით დაინტერესება მაინც მოვახერხე. საუბარი იმდენად საინტერესო იყო და იმდენი ახალი დეტალი გავიგე რომ, სემინარის მსვლელობისას სამუშაო წიგნაკში ჩავინიშნე: თბილისში რომ ჩავალ კიდევ ერთხელ გადავიკითხო შესავალი სამართალმცდოდნეობაში, მედია სამართლის და სხვა იურიდიული სახელმძღვანელოები! :)

საერთოდ მედია სამართლით სულ ცოტა ხნის წინ, მესამე კურსის, პირველ სემესტრში დავინტერესდი, როდესაც სასწავლო პროგრამაში ეს საგანი დაგვემატა. დაინტერესების მიზეზი ცნობიერებაში ახალი სფეროს შემოსვლა და მისი მედიასთან კომბინაციაში გავლა იყო, თუმცა ალბათ მთავარი მიზეზი ჩემი ლექტორია, რომელიც მართალია საგანს 1 სემესტრი მიკითხავდა და მასთან საურთიერთო დროც ცოტა მქონდა, თუმცა ის მაინც მოახერხა რომ ამ მიმართულებით დავეინტერესებინე და ისიც გადამაწყვეტინა, რომ დიდი გოგო როცა გავიზრდები ცოტათი მაინც დავემსგავსო მას. :D
პ.ს სავარაუდოდ ჩემი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელიც ის იქნება. :)

საერთო ჯამში მშვენიერი ვიქ-ენდი მქონდა, ცოდნა მომემატა, ახლის მიღების სურვილი გამიჩნდა, ბოლო გამოცდა წინა დღეს მქონდა და შესაბამისად ცოტა დავისვენე კიდეც, დიეტა არ დამირღვევია…

უი ხო მესამე კურსი წარმატებით დავხურე და ბოლო ერთ კვირაში 3 კილო დავამარცხე. :D

პარიზული დღიურები (ჯადოსნური სამყარო,რომელიც ასაკს არ ცნობს)

Standard

დიდი ხანია პარიზზე აღარ დამიწერია,არადა ჩემ პარიზულ ჩანაწერებში კიდევ არაერთი სასიამოვნო დღეა აღწერილი.პრინციპში იქ ყოფნისას როგორც ასეთი,დღიურს არც ვაწარმოებდი,უბრალოდ ძილის წინ იმ ადგილებს ჩამოვწერდი, სადაც იმ დღეს ვიყავი და შემდეგ ხუთბალიანი შკალით ვაფასებდი მათ,საბოლოოდ კი,დღის საშუალო არითმეტიკული ქულა გამომყავდა :D უმაღლესი ქულა 2-3მა დღემ თუ დაიმსახურა,ერთ-ერთ მათგანზე კი ახლა დავწერ. არ გეგონოთ,რომ უამრავ,პარიზულ ადგილზე მოგიყვებით…დღეს ზღაპარს გავიხსენებ,რომელიც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ზღაპარია…

Image

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პარიზის დისნეილენდში,ეს არის ადგილი სადაც არ აქვს მნიშვნელობა ასაკს,კანის ფერს,წონას,ხასიათს,გემოვნებას და ა.შ (მხოლოდ სიმაღლეს,გარკვეულ შემთხვევებში :) )

პარიზის დისნეილენდი 2 ლოკაციისგან შედგება ერთია დისნეის პარკი,მეორე კი უოლტ დისნეის სტუდიო.ორივე მათგანში სხვადასხვა თემატური განყოფილებებია,რომელთა ასათვისებლად მე პირადად,2 დღე არ მეყო.

პირველ ჯერზე უშუალოდ პარკს ვეწვიეთ,იქ ცენტრალური შესასვლელიდან შედიხარ და ჰოლშივე ხვდები რომ სხვაგან მოხვდი,აქ ყველა ოცნება ხდება,როგორც დისნეის ზღაპრებში.შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს აღმოჩენების სამყაროა (Discoveryland),სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ატრაქციონი  Space mountain_ია,აქვეა ვიდეოპოლისი,სადაც სხვადასხვა მულტიპლიკაციური ფილმი გადის და მისი ყურება ან იქვე მოწყობილ,მინი კინოთეატრში შეგიძლია ან ზემოთ განთავსებული სწრაფი კვების დაწესებულებების მაგიდიდან.იქ მოხვედრილები აუცილებლად უნდა ეწვიოთ Captain Eo_ს,სადაც არაჩვეულებრივ 3დ ფილმს ნახავთ,მაიკლ ჯექსონის მონაწილეობით.გარდა ამ გასართობი ლოკაციებისა,აქ სხვა ატრაქციონებიცაა,შედარებით მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც,თუმცა ისინი თავად მოინახულეთ,მე კი Frontierland_ში გადავინაცვლებ,რომელიც ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს,ამ განყოფილების მთავარი გასართობი წერტილი Big thunder mountain_ია,რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ ადრენალინის მიღებაში,თუმცა სანამ აქამდე მიხვალთ აუცილებლად ეწვიეთ Phantom manor_ს,რომელიც დაგაჯერებთ (ან არ),ბოროტი სულების და ზრაპრული ურჩხულების არსებობაში.აქვეა მოდელირებული,პოკაჰონტასის სოფელი, პატარებისთვის და დაუვიწყარი კრუიზი დისნეის გემით.

მორიგი განყოფილება Adventureland_ია,თავგადასავლების მოყვარულებო,აქეთ! :) აქ შეხვდებით კარიბის ზღვის მეკობრეებს,დაიპყრობთ რობიზონ კრუზოს საცხოვრებელს,ესტუმრებით არაერთ გამოქვაბულს და გაისეირნებთ ინდიანა ჯონსის ატრაქციონზე,რომელიც ასევე არ მოგაკლებთ ექსტრიმს.

მეოთხე და ბოლო განყოფილება,Fantasyland_ია,ნამდვილი დისნეის,ზღაპრების,ფერიების,ვარდისფერი სამყარო,სადაც ნებისმიერი მცირეწლოვანი და ზრდასრული (რადგან,ჩვენში მუდამ ცხოვრობს ბავშვი :D )ზღაპარში იგრძნობს თავს და ეწვევა,მძინარე მზეთუნახავის სასახლეს,შეხვდება მიკი მაუსს,დისნეის მულტფილმების მინი სამყაროში,ნავით იმოგზაურებს,რამდენიმე წუთში შემოივლის მთელ მსოფლიოს (It’s a small world) და ალისასთან ერთად დაიკარგება ლაბირინთში.აქვეა დიდი კარუსელი,სადაც ზღაპრულ თეთრ რაშებზე ამხედრებულები ნამდვილ პრინცებად და პრინცესებად იგრძნობთ თავს.

Image

 

რა თქმა უნდა გამიჭირდა,იმ ადრენალინის,სილამაზის,ჯადოსნურობის და არაამქვეყნიურობის გადმოცემა,რომელსაც ნებისმიერი ვინც დისნეილენდის პარკში შეადგამს ფეხს აუცილებლად იგრძნობს.თუმცა მთავარი მინიშნებები მოცემულია,სხვა ზღაპრული ადგილების აღმოჩენა და თქვენი საყვარელის ამორჩევა,მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. :)

შემდეგ პოსტში დისნეის მეორე ლოკაციაზე დავწერ,სადაც ჩემი ფავორიტი ექსტრემალური ატრაქციონია.

პ.ს დისნეილენდის პარკში,არ გაგიჭირდებათ სასადილოების,საპირფარეშოების,აქსესუარებისა და სუვენირების მაღაზიების პოვნა,ისინი პარკის მთელ გაყოლებაზეა. ჩემი კეთილი რჩევა: თუ სუენირების მაღაზიაში შეხვალთ,თავი ხელში აიყვანეთ,ვიცი რომ ყველაფერი მოგეწონებათ,რატომღაც გააფეტიშებთ მინი მაუსის ვარდისფერ კეპს და ისეთ “აბსურდებს” რასაც ჩვეულ ცხოვრებაში,ჩვეულ ქალაქში ყურადრებას არ მიაქცევდით,მაგრამ აქ თითოეული მაღაზია ცალკე ჯადოსნურ სამყაროა.

მომავალ პოსტამდე,შევხვდებით უოლტ დისნეის სტუდიოში.

ცოტა რამ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე….

Standard

მას შემდეგ რაც მთავრობამ პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი წარუდგინა განსახილველად,მის ირგვლივ არაერთი,ერთმანეთისგან რდიკალურად განსხვავებული მოსაზრება გაჩნდა. ერთნი ფიქრობენ რომ კნონის მიღება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტრადიციებს,კულტურასა და ეროვნულ იდენტობას,მეორენი კი თვლიან რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთ-ერთი წინ გადადგმული,სასარგებლო ნაბიჯია,რომელიც დააჩქრაებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

სანამ იმაზე ჩამოვყალიბდებით იქნება თუ არა იგი,რაიმე საფრთხის შემცველი ან სარგებლის მომტანი,ქვეყნისთვის ან კონკრეტული პირისთვის,მანამდე აუცილებელია ვიცოდეთ თუ რას გულისხმობს დოკუმენტი,რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი განხილვის ნომერ პირველ საგნად იქცა და ახლაც არ კარგავს აქტუალობას ჩვენ მოვუსმინეთ,წავიკითხეთ და ვნახეთ არაერთი მოსაზრება იმ ადამიანებისა,რომლებიც საერთოდ არ იცნობენ კანონის არსს და ბრმად ახდენენ მის ინტერპრეტირებას,ზოგს ეს რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს უმეცრობით მოდის,ბევრი კი ამას შეგნებულად,სათავისოდ იყენებს.ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში,მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლით ადამიანების ცნობიერებაში იყრის თავს და მთელ რიგ საკითხებზე არასწორ აზრს უყალიბებს.

კანონპროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში,იქნება ეს დასაქმება თუ ჯანდაცვით უზრუნველყოფა.

კანონპროექტის თანახმად, თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს სახალხო დამცველს.კანონპროექტის თანახმად, სახალხოდამცველის აპარატმა პირველ რიგში შუამავლის როლი უნდა ითამაშოს მხარეებს შორის, რათა სასამართლოს ჩართვის გარეშე მიაღწიოს მოგვარებას; თუ ამგვარი მცდელობა უშედეგოა ღმოჩნდება, მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა „რეკომენდაცია“ უნდა გაუგზავნოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თაობაზე; თუ ეს რეკომენდაცია არ შესრულდება, კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს შეუძლია საქმესასამართლოს გადასცეს.

კანონის მიღების მოწინაღმდეგეების მთავარი არგუმენტი იყო ქართული კულტურა და ერთსქესიანი ქორწინების მასთან შეუთავსებლობა,სწორედ ეს უკანასკნელი იყო ის მთავარი მესიჯი,რომელიც კანონზე მუშაობის პროცესში და მისი მიღების შემდეგაც გვესმის,არადა ანტიდისკრიმინაციულ კანონში მსგავსი არაფერი წერია.ხოლო საქართველოს კონსტიტუციაში ნათქვამია რომ: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს.

მიუხედავად ამდენი განმარტებისა გარკვეულმა ძალებმა ეს კანონი სათავისოდ გამოიყენეს,რაშიც მოსახლეობის უმეტესობამ მხარი აუბა.

ეს ერთი მხარის პოზიციაა,რომელთა უმრავლესობას დანამდვილებთ სჯერა რომ რაიმე კანონის მიღება მათ სექსუალურ ორიენტაციასა და ტრადიციებზე გავლენას მოახდენს.ხოლო მეორე მხარე რომელიც ამ კანონში მხოლოდ დადებითს ხვდება და წინამორბედებს ‘’ბნელებს’’ უწოდებს,პარლამენტის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ჰგონია რომ ეს გადაწყვეტილება და 27 ივნისს დოკუმენზე ხელის მოწერა,მის ყოველდღიურობას ან თუნდაც ახლო მომავალს შეცვლის.

ყოველგვარი რადიკალურობა ვფიქრობ რომ საღ აზრს მოკლებულია,ის რომ მედალს ორი მხარე აქვს, მხოლოდ ამ საუკუნის ფრთიანი ფრაზა არ არის და მისი ჭეშმარიტება არაერთხელ გამოგვიცდია.საბედნიეროდ ჩვენ გარშემო არიან ადამიენბი რომლებიც მოვლენებს ორივე მხარიდან აფასებენ და ეცადნენ ანტიდისკრიმინაციული კანონიც მსგავსად შეეფასებინათ.

ერთ-ერთი ასეთია კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი,რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს,სხვადასხვა კულტურებზე მათ მიმღებლობასა თუ მიუღებლობაზე მსგავსი კანონებისა და ზოგადად ცვლილებებისადმი,ის რაც ამ წერილში ძალიან მოეწონა არის ის მოსაზრება რომ სარწმუნოება და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნულია.ხოლო ის რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ვერ ახდენს სწორ-მართალის გარკვევას არა უხეშად ნათქვამი ‘’სიბნელის’,არამედ იმ ისტორიის და სოც-პოლიტიკური მდგომარეობის ბრალია,რომელშიც საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და რომლიდანაც ახლა ეტაპობრივად გამოდის.

ჩემი აზრით ამ საქმეში მთავარი ‘’შემოცოდავები’’ გარკვეული პოლიტიკოსები და ადამიანები არიან,რომლებიც 2013 წლის 17 მაისიდან მოყოლებული აქტიურად ცდილობენ ამ თემის წინ წამოწევას და რაც მთავარია ეკლესიის,მოსახლეობისა და სახელმწიფოს დაპირისპირებას.

ამ თემაზე საუბარი დაუსრულებლადაა შესაძლებელი,თუმცა ყველაფერი გრძელვადიანი სარგებლის მომტანი ნამდვილად არ არის.ყოველი ახალი ადამიანის,ახალი მოსაზრება განსხვავებულ საკითხს წევს წინ,თუმცა ვფიქრობ რომ სწორედ ეს იქნება პრობლემა,თუ ამ კანონს ბევრ დროს დავუთმობთ,რადგან მან იმაზე მეტი დრო წაიღო ქართული რელობიდან და გადაფარა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები ვიდრე საჭირო იყო.ხელოვნულად აგორებლი ‘’აქტუალური’’ თემებით კი ვცდილობ არ მოვტყუვდე და თვალები ტელევიზორს მიღმაც ფართოდ მქონდეს გაღებული.

ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე?-არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.რადგან ყოველდღე ახალ,განსხვავებულ ცოდნას ვიღებ,ვხვდები მეტად ან ნაკლებად კომპეტენტური და ა.შ.

ამ ინიციატივის გაგების შემდეგ პირველი რაც ვიფიქრე იყო ის რომ თუ სექსუალური,რელიგიური და ა.შ უმცირესბები ჩვენნაირი ადამიანები არიან,ჩვენნაირ სოციალურ პოლიტიკურ გარემოში ცხოვრობენ (და ეს ნამდვილდ ასეა) მაშინ რა საჭიროა მათთვის ცალკე კანონის შემოღება,ეს ხომ თავშივე განგვასხვავებს და იწვევს მათ დისკრიმინაციას.

ასევე როგორც უკვე ვახსენე მგონია რომ ეს ხელოვნურად გაბუქებლი თემაა და ეს პროცესი  კანონის მიღებამდე კი არა  ბევრად მანამდე დაიწყო და ემსახურება კონკრეტულ მიზანს,ადამიანებს.ხალხი კი როგორც თევზი ანკესს ისე წამოეგო მას.რატომ? დავწერდი სხვა საქმე არ აქვთ,კონჩიტაზე და კესოზე უი უკაცრავად ბესოზე საუბარი მობეზრდათთქო და ამ დროს გამომიქანებდა ვინმე ასავალ-დასავალს თავში,მაგრამ ეგრეა…ჩვენთვითონ გავაპოპულარეთ ეს თემა,ჩვენთვითონვე ვიწვევთ უმცირესობებს განსაკუთრებით კი სექსუალურს,ის რომ მათ შარშანდელ აქციას ასეთი რეაქცია მოჰყვა და ბევრი მათგანი ფიზიკურადაც დაშავდა,დარწმუნებული ვარ გარკვეულწილად ამით მათ მიიღეს ის რაც უნდოდათ,ყურადღება და დაჩაგრულის სტატუსი,შემდგომში კი ანტიდისკრიმინაციული კანონი,რომელიც რეალურად რომ შევხედოთ არც მათ უცვლით რამეს და არც ჰეტეროსექსუალებს.

მოდი საკუთარი ოთხკუთხედი,ოვალური ფორმის,აივნიანი თუ ვერანდიანი ოთახის, 20 თუ 30 კვადრატულ საძინებელში,სამზარეულოში და ა.შ რაც გვინდა ის ვაკეთოთ,გარეთ კი პატივი ვცეთ ერთმანეთის აღმსარებლობას,სექსუალურ ორიენტაციას და თუნდაც უგემოვნო ჩაცმულობას. :D მთავარია გვახსოვდეს ის რო ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი ულებები იწყება და ის რომ სიძულვილი სიძულვილს ბადებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო უმცირესობას,მეცენატებს,პატრიოტებს და ურაპატრიოტებს კი მოკრძალებულად ვურჩევდი,რომ თუ ქვეყანაზე ასე შეტკივათ გული სხვა საქმენი საგმირონით დაკავდნენ,ის რაც რეალურად შეუწყობს ხელს ქვეყნისა და მოსახლეობის განვითარებას,თუ ადამიანები ადამინურ სახეს დაკარგავენ და უბრალოდ ვეღარ იარსებებენ,დარჩება ისე ტრადიციები და გაიხარონ ბარათეონებმა. :D

          ეს

Image

თუ ეს

Image

ამას რაიმე კანონი კი არ (ვერ) განსაზღვრავს,არამედ ადამიანის საკუთარი სურვილი და მისწრაფებები და რომლის არჩევის უფლებაც მას დაბადებიდან ენიჭება.

I Swear!!!!!!!!!!

Image

I Swear!!!!!!!!!!

ვფიცავ,ვფიცავ,ვფიცავ!!!!!!!

დავიღალე ამ პატარა,განუვითარებელ ქალაქში (ქვეყანაში) სადაც ერთი ჯიპიანი მეორეს ცვლის,სადაც ერთი გვარის ნეპოტური გარიგებები,მეორეს ანაცვლებს. სადაც ადამიანს არანაირი საბაზისო პირობები არ აქვს,სადაც შრომას არ გიფასებენ….სადაც ყოველდღე,ყოველ წამს სუნთქვა მეკვრის!!!